ფოთში გავრცელებულ თევზის უსიამოვნო სუნთან დაკავშირებით შექმნილი საინიციატივო ჯგუფის წევრები და რიგითი მოქალაქეები ნავმისადგომთან არიან შეკრებილი

ფოთში გავრცელებულ თევზის უსიამოვნო სუნთან დაკავშირებით შექმნილი საინიციატივო ჯგუფის წევრები და რიგითი მოქალაქეები ნავმისადგომთან არიან შეკრებილი. ისინი ადგილზე მთელი ღამის განმავლობაში პატრულირებდნენ.

მათი ინფორმაციით, ნავმისადგომთან ქაფშიით დატვირთული სეინერები დგას, რომლებიც უნდა დაიცალოს. როგორც ისინი აცხადებენ, ტერიტორიიდან თევზით დატვირთულ მანქანებს არ გაატარებენ.

„არ გავუშვებთ ქაფშიით დატვირთულ არც ერთ მანქანას. მთელი ღამე აქ ვიყავით, აქ ვრჩებით. არ დავტოვებთ ამ ადგილს. ფოთელები იმსახურებენ სუფთა ჰაერს. გუშინ ქალაქში იმყოფებოდნენ გარემოს დაცვისა და სოფლი მეურნეობის მინისტრი, გუბერნატორი და სხვა ოფიციალური პირები. საკითხი დაიძრა. ველოდებით შედეგს, ჩვენ გაჩერებას არ ვაპირებთ“, - განაცხადა საინიციატივო ჯგუფის ხელმძღვანელმა, ვლადიმერ ამბალიამ.

შეგახსენებთ, რომ ფოთში გავრცელებულ თევზის უსიამოვნო სუნთან დაკავშირებით საპროტესტო აქცია ორი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა. გუშინ, აღნიშნული საკითხის მოგვარების მიზნით ქალაქში იმყოფებოდნენ, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი და სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული ალექსანდრე მოწერელია. ისინი ადგილობრივ მოსახლეობას და თევზის გადამამუშავებელი კომპანიის წარმომადგენლებს შეხვდნენ. მიღწეული შეთანხმების თანახმად, ყველა საწარმოს, რომელიც არ აკმაყოფილებს ნორმებს, სამუშაო პროცესი შეუჩერდება.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა