სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის ანგარიშის წარდგენის პარალელურად, მოძრაობა „შეცვალეს“ წევრებმა საპროტესტო აქცია გამართეს

სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის ანგარიშის წარდგენის პარალელურად, მოძრაობა „შეცვალეს“ წევრებმა საპროტესტო აქცია გამართეს

ზუგდიდის ტექნოპარკში სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის ალექსანდრე მოწერელიას ანგარიშის წარდგენა პროტესტის ფონზე დაიწყო. სამოქალაქო მოძრაობა „შეცვლეს" წევრებმა პარკით კაკალი და თხილი მიიტანეს.

„შეცვალეს" წევრებს მხარის რწმუნებულისთვის პარკების გადაცემა უნდოდათ, თუმცა ამის საშუალება მათ დაცვის პოლიციამ არ მისცა.

ზუგდიდის ტექნოპარკის შენობაში სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ალექსანდრე მოწერელიას ანგარიშის წარდგენა მიმდინარეობს.

2019 წელს განხორციელებულ პროექტებთნ ერთად მოხდება 2020 წელს დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტების პრეზენტაცია.