საკრებულოში „ნაცმოძრაობის“ წევრი - 2020 წლის ბიუჯეტში კალაძის პიარზე 4 მილიონ 600 ათას ლარს დავხარჯავთ

2020 წლის ბიუჯეტში კალაძის პიარზე 4 მილიონ 600 ათას ლარს დავხარჯავთ, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობიდან“ საკრებულოს წევრმა, ლილე ლიპარტელიანმა განაცხადა.

მან ისაუბრა თბილისის ბიუჯეტის შესახებ, რომელსაც დღეს თბილისის საკრებულოს კომისიები განიხილავენ, ხოლო ხვალ უნდა დამტკიცდეს.

„2020 წლის თბილისის ბიუჯეტი მილიარდ 21 მილიონი ლარი იქნება, რაც 79 მილიონით ნაკლებია წინა წლის ბიუჯეტზე. დოლარებში ეს 350 მილიონია, როცა 2014 წლის ბიუჯეტი 452 მილიონი დოლარი იყო. მცირდება სატრანსპორტო ინფრასტრუქტურა 104 მილიონით, მცირდება მეტროს ვაგონების რეაბილიტაცია 31 მილიონით, მცირდება დანგრეული სახლების რეაბილიტაცია, ნარმანიამ რომ 41 მილიონი ჩადო, იქიდან დარჩა მხოლოდ 15 მილიონი და ისე სრულდება წლიდან წლამდე საბიუჯეტო წილი, რომ ათვისებას ვერასდროს ვერ ახერხებენ, თითქოს ყველაფერი კარგად იყოს ამ მხრივ. მცირდება სოციალური ბიუჯეტი 10 მილიონი ლარით, მცირდება გამგეობების ერთჯერადი სოციალური დახმარებები 417 ათასი ლარით. ამ დუხჭირი, გაძვირებული ცხოვრების პირობებში მხოლოდ და მხოლოდ 12 თეთრით იზრდება უფასო სასადილოების ბენეფიციართა კვების ხარჯი და თუ აქამდე 1 ლარად და 18 თეთრად იკვებებოდნენ, ახლა გამოიკვებებიან ლარად და 30 თეთრად. სამაგიეროდ, იზრდება 90 ერთეულით დასაქმებულთა რიცხვი, რაც ბიუჯეტს 3 მილიონი დაუჯდება. იზრდება მხოლოდ მერიის საქონელი და მომსახურების ხარჯი 2 მილიონი ლარით, 29 იყო და 31 მილიონი გახდება. კატასტროფულად იზრდება სარეკლამო ხარჯები - თუ ნარმანიას დროს 900 000 ლარი იყო, შემდეგ 2 მილიონამდე გაზარდა კალაძემ, 2020 წლის ბიუჯეტში კალაძის პიარზე დავხარჯავთ 4 მილიონ 600 ათას ლარს. ეს არის ბიუჯეტის მოკლე შეფასება", - განაცხადა ლიპარტელიანმა.

მისივე თქმით, 2020 წლის ბიუჯეტი რეალურად, სოციალურად დატვირთული არ არის.

ბიძინა ლებანიძე - ცენტრალური ხელისუფლების დონეზე ახლო მომავალში ულტრამემარჯვენე მთავრობის მოსვლა საფრანგეთში უფროა მოსალოდნელი, ვიდრე გერმანიაში
ვაჟა ბერიძე - რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების შემდეგ ჩვენს რეგიონს ემუქრება სერიოზული დესტაბილიზაციის საფრთხე, რადგან რუსეთი აქ დასაბრუნებლად ყველაფერს გააკეთებს
ქართული პრესის მიმოხილვა 10.09.2026
საქართველოში პირველად, კავკასიის უნივერსიტეტის ბაზაზე, ხელოვნური ინტელექტის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი შეიქმნა
„ვაინ კახეთი“: MUNDUS VINI-ზე გაგზავნილმა ორივე ღვინომ ოქროს მედლები დაიმსახურა
PSP-მ ახალი კონცეფციის მესამე ინოვაციური აფთიაქი გახსნა
სილქ როუდ ჯგუფის საკრედიტო რეიტინგი გაუმჯობესდა