სიმონ ნოზაძე - ცხინვალმა კეთილი ნება უნდა გამოიჩინოს, რათა ახალ წელს ვაჟა გაფრინდაშვილი თავის ოჯახთან ერთად შეხვდეს

ცხინვალმა კეთილი ნება უნდა გამოიჩინოს, რათა ახალ წელს ვაჟა გაფრინდაშვილი თავის ოჯახთან ერთად შეხვდეს, - ამის შესახებ უმრავლესობის დეპუტატმა სიმონ ნოზაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე თქმით, პოლიტიკოსებმა ცხინვალზე ზემოქმედების მოსახდენად ყველაფერი უნდა გააკეთონ, თუმცა „მოსკოვმაც გულთან ახლოს უნდა მიიტანოს“.

„ყველანი სოლიდარულები ვართ და არა მარტო საქართველოში. ხელისუფლება, არასამთავრობო ორგანიზაციები და სხვა საზოგადოებრივი ორგანიზაციები, ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ კაცობრიობის პროგრესულმა ნაწილმა მსოფლიოში, გულთან მიიტანოს ეს ყველაფერი და ასეც ხდება.

რა თქმა უნდა, ქართული მხარის პოზიცია ასეთია, რომ ეს არავითარი კანონდარღვევა არ არის. მას საზღვარი არ გადაუკვეთია. მესმის დე ფაქტო ხელისუფლების პოზიციაც, რადგან მათ მიაჩნიათ, რომ "საზღვრის" დარღვევას ჰქონდა ადგილი. იმის გარდა, რომ ნებისმიერ მოქალაქესთან დაკავშირებით ვალდებულები არიან, რომ ჰუმანურობის პრინციპებიდან გამომდინარე იმოქმედონ, ვაჟა გაფრინდაშვილი ექიმიცაა და ის მოწოდებულია იმისთვის, რომ უმკურნალოს ყველას, რომელი ეროვნებისაც არ უნდა იყოს, ქართველი, აფხაზი ოსი თუ სხვა. ამიტომაც, ჩემი აზრით, ცხინვალმა ეს ყველაფერი უნდა გაითვალისწინოს და კეთილი ნება უნდა გამოიჩინოს, რათა ახალ წელს ვაჟა გაფრინდაშვილი თავის ოჯახთან ერთად შეხვდეს", - განაცხადა სიმონ ნოზაძემ.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
სილქნეტის ოქროს ნომრების შეძენას ახალი პირობით შეძლებთ
გრინვეის საერთაშორისო პარტნიორები
რობოტული ქირურგია პროსტატის კიბოს მკურნალობაში უკეთესი შედეგებისთვის
ჰეშბანკმა გარე საფულეებიდან კრიპტოს გადმორიცხვის სერვისი დანერგა
ფრიდრიხ ჰაიეკის „გზა ბატონყმობისკენ“ - ქართული გამოცემის პრეზენტაცია საქართველოს უნივერსიტეტში გაიმართა