ირაკლი კოვზანაძე - „რეზოლუციის ჩარჩოს შესახებ“ კანონი საფინანსო სექტორის მდგრადობისთვის და ბიზნეს გარემოსთვის წინ გადადგმული ნაბიჯია

იმის მიუხედავად, რომ საქართველოში საბანკო სისტემა ერთ-ერთი ყველაზე ჯანსაღი და მდგრადია მთელს პოსტსაბჭოთა სივრცეში „რეზოლუციის ჩარჩოს შესახებ“ კანონი საფინანსო სექტორის სტაბილურობისათვის და ბიზნეს გარემოსთვის წინ გადადგმული ნაბიჯია. ამის შესახებ პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძემ საკანონმდებლო ცვლილებების კომენტირებისას განაცხადა, რომლის მიხედვით საქართველოს ეროვნულ ბანკს კომერციული ბანკების რეზოლუციის ფუნქცია დაემატა.

ირაკლი კოვზანაძის თქმით, კანონპროექტი უკანასკნელი წლების მსოფლიო ფინანსური კრიზისის გამოცდილების შესაბამისად შემუშავდა.

„საუბარია, საჭიროების შემთხვევაში, კომერციული ბანკების გაჯანსაღებისა და რეზოლუციის ჩარჩოს შესახებ, რომელიც გულისხმობს საკანონმდებლო საფუძვლის შექმნას, კომერციულ ბანკში ფინანსური თუ სხვა ტიპის პრობლემის დროს, ეროვნული ბანკის მიერ ადრეულ რეაგირებას და ბანკის გაჯანსაღებას სახელმწიფოს მხრიდან მინიმალური დანახარჯებით“, - განაცხადა ირაკლი კოვზანაძემ.

პარლამენტის ინფორმაციით, რეზოლუცია ბანკის ლიკვიდაციის ერთგვარ ალტერნატივასაც წარმოადგენს და ისეთ შემთხვევებში გამოიყენება, როდესაც ბანკის ლიკვიდაციას მნიშვნელოვანი უარყოფითი ეფექტი ექნება ფინანსური სექტორის სტაბილურობაზე. ამავდროულად, რეზოლუცია საშუალებას იძლევა შენარჩუნდეს ბანკის კრიტიკული ფუნქციები და ფინანსური სირთულეების სექტორის სხვა მონაწილეებზე გადადება თავიდან აიცილოს.

რეზოლუციის მთავარი პრინციპის მიხედვით, აქციონერებმა და კრედიტორებმა არ უნდა იზარალონ იმაზე მეტად, ვიდრე ისინი იზარალებდნენ ლიკვიდაციის შემთხვევაში. გარდა ამისა, რეზოლუციის პროცესში დაზღვეული დეპოზიტების გარანტირებული დაცულობა და კრედიტორების დანაკარგების მინიმუმამდე დაყვანა ლიკვიდაციაზე უკეთ უზრუნველყოფს დეპოზიტორთა და კრედიტორთა დაცვას, რაც დადებითად იმოქმედებს ქვეყანაში არსებულ ბიზნეს და საინვესტიციო გარემოზე.

აღნიშნულ საკანონმდებლო ინიციატივაზე, საფინანსო -საბიუჯეტო კომიტეტი 2019 წლის განმავლობაში ეროვნულ ბანკის, ფინანსთა სამინისტროს წარმომადგენლებთან და სავალუტო ფონდის ექსპერტებთან ერთად მუშაობდა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა