ზესტაფონში დაგეგმილი საახალწლო ღონისძიებების ფარგლებში, გიგანტური ზომის გოზინაყი დაამზადეს

ზესტაფონში, ცენტრალურ მოედანზე, ქალაქის მთავარი ნაძვის ხის ანთება სხვადასხვა სახის ღონისძიებებით აღნიშნეს. საგანგებოდ ამ დღისთვის, მომზადდა გიგანტური გოზინაყი, რომლის დაგემოვნების შესაძლებლობა ყველას ჰქონდა. ღია ცის ქვეშ შეკრებილებს, ზესტაფონის მერია ფელამუშითაც გაუმასპინძლდა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერიიდან აცნობეს, ზესტაფონის ცენტრალურ მოედანზე განთავსდა პავილიონები, სადაც ხალხური რეწვის ნიმუშების, ხელნაკეთი ნივთების და აქსესუარების გამოფენა-გაყიდვა მოეწყო. პავილიონები ქალაქში, ძველით ახალ წლამდე დარჩება.

საახალწლო ღონისძიებებს ადგილობრივ თვითმმართველობასთან ერთად, ზესტაფონის მერი გიორგი გოგლიჩიძეც ესწრებოდა.

„ცენტრალურ მოედანზე დღეს უამრავი ადამიანი შეიკრიბა და ყველამ ერთად, საზეიმო ვითარებაში ავანთეთ ქალაქის მთავარი ნაძვის ხე. ზესტაფონის მერია, წელს პირველად, გიგანტური გოზინაყით გაუმასპინძლდა ყველას. გვქონდა სხვა სიურპრიზებიც. მინდა დამდეგი შობა - ახალი წელი მივულოცო ჩემს თანაქალაქელებს და სრულიად საქართველოს. მშვიდობის, კეთილდღეობის, წარმატებების მომტანი ყოფილიყოს“, - განაცხადა გიორგი გოგლიჩიძემ.

მათივე ინფორმაციით, საახალწლო ღონისძიებების ფარგლებში, კონცერტი გაიმართა კულტურისა და შემოქმედების ცენტრშიც, სადაც მონაწილეობას, კულტურის ცენტრთან არსებული მუსიკალური კოლექტივები იღებდნენ.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო