ატენის ხეობაში ხანძრის კერები ერთ ზონაში რჩება, კასპის მუნიციპალიტეტში კი ცეცხლს 100 მეხანძრე-მაშველი ებრძვის

შიდა ქართლში, გორისა და კასპის მუნიციპალიტეტების ტერიტორიაზე, ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები ამ დრომდე გრძელდება. ატენის ხეობაში, სოფელ ორმოცთან, ცეცხლის კერები ერთ ზონაში რჩება, სადაც მეხანძრეთა ჯგუფები და ტექნიკაა მობილიზებული.
კასპის მუნიციპალიტეტში კი, ტყის მასივსა და ალპურ ზონაში გაჩენილი ხანძრის ლიკვიდაციას 100-მდე მეხანძრე-მაშველი ცდილობს. სამუშაოებში კვლავ ჩართულია ავიაცია.
ატენის ხეობაში, სოფელ ორმოცთან ახლოს, ტყის მასივში ხანძარი 24 დეკემბერს გაჩნდა. ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები მესამე დღეა ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს.
რკონის ხეობაში კი, ხანძრის ქრობის სამუშაოები მეორე დღეა გრძელდება. სამუშაოების კოორდინაცია სპეციალურად შექმნილი სამუშაო შტაბიდან ხდება.

























