შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ ბარათაულში სამი საცხოვრებელი სახლი დაიწვა

შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ ბარათაულში სამი საცხოვრებელი სახლი დაიწვა. მომხდარის შედეგად, ერთი ადამიანი დაშავდა, რომელსაც დახმარება ადგილზე გაეწია. დაზარალებულები ქათამაძეები არიან, ისინი ამ დროისთვის თავს ნათესავებს აფარებენ.

როგორც შუახევის მუნიციპალიტეტის მერმა ფრიდონ ფუტკარაძემ "ინტერპრესნიუსს" განუცხადა, დაზარალებულებს მერია დროებით საცხოვრებელ ფართს უქირავებს. მერიაში შექმნილი შესაბამისი კომისია აჭარის მთავრობასთან ერთად, მოსახლეობის მდგომარეობას შეისწავლის და დახმარებას გაუწევს.

ხანძარმა სამი საცხოვრებელი სახლი მთლიანად გაანადგურა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო