ფოთში გავრცელებულ თევზის უსიამოვნო სუნთან დაკავშირებით შექმნილი საინიციატივო ჯგუფის წევრები  ნავმისადგომთან მორიგეობას აგრძელებენ

ფოთში გავრცელებულ თევზის უსიამოვნო სუნთან დაკავშირებით მერიაში შეხვედრა დღესაც გაიმართა. შეხვედრას სახელმწიფო რწმუნებული სამეგრელო- ზემო სვანეთში ალექსანდრე მოწერელია, ხელისუფლებისა და საინიციატივო ჯგუფის წევრები ესწრებოდნენ. შეხვედრა მედიისთვის დახურული იყო.

ალექსანდრე მოწერელიას თქმით, სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ, ფოთში გაგზავნილია სპეციალური ჯგუფი, რომელიც ხელისუფლებასთან და საინიციატივო ჯგუფთან ერთად იმუშავებს, რათა აღნიშნული პრობლემა დროულად მოგვარდეს. მისივე ინფორმაციით, ჩატარდება საწარმოო ექსპერიმენტი, რომელსაც დააკვირდება ყველა მხარე.

,,მოსახლების მოთხოვნა არის სამართლიანი და პრობლემის მოგვარების მიზნით, პროცესი დაწყებულია სოფლის მეურნეობის და გარემოს დაცვის სამინისტროს მიერ. ფოთში ჩამოსულია, სურსათის ეროვნული საააგენტოს 14 კაციანი ჯგუფი. შესაბამისად, ჩვენ გვჭირდება ჩატარება საწარმოო ექსპერიმენტის, რომელსაც დააკვირდება სურსათის ეროვნული სააგენტოს 14-ვე თანამშრომელი, საინიციატივო ჯგუფთან, მუნიციპალიტეტთან და ჩვენთან ერთად. ეს იმისათვის, რომ მოხდეს პრობლემის ძირფესვიანად შესწავლა და ჩვენი საზოგადოების ინფორმირებულობა იმ საკითხთან დაკავშირებით, თუ რატომ არის ამ ქალაქში ამდენი წლის განმავლობაში ეს პრობლემა მოუგვარებელი, სად გვაქვს ჩვენ ყველაზე უფრო სუსტი წერტილი. ამდენად, ოთხივე საწარმოში მოხდება დაკვირვება საწარმოო პროცესის. ჩვენი სურვილია სუნი არ იდგეს ქალაქში, მაგრამ ამავე დროს არავინ არ უნდა დაზარალდეს. ჩვენ გვჭირდება კვალიფიციური პასუხის გაცემა საზოგადოებისთვის,“- განაცხადა ალექსანდრე მოწერელიამ.

საინიციატივო ჯგუფის წევრები ნავმისადგომთან მორიგეობას კვლავ აგრძელებენ. როგორც ისინი აცხადებენ , ტერიტორიიდან ქაფშიით დატვირთულ მძიმეწონიან მანქანებს არ გაატარებენ.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა