ანა დოლიძემ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომათა დარბაზში მეგაფონი შეიტანა

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრმა, ანა დოლიძემ იუსტიციის უმაღლეს საბჭოში, მეგაფონი შეიტანა. ანა დოლიძე ერთ-ერთ საკითხთან მიმართებით სხდომაზე დისკუსიაში ჩართვა სურდა, რა დროსაც საბჭოს მდივანს, გიორგი მიქაუტაძეს უთხრა, რომ მისთვის მიკროფონი ჩაერთო.თავის მხრივ გიორგი მიქაუტაძემ განუმარტა,რომ სიტყვით სარგებლობისთვის საკუთარ რიგს 3 ადამიანი ელოდებოდა, კი მას შემდეგ რაც ისინი დაასრულებდნენ საუბარს, მიეცემოდა მას სიტყვით სარგებლობის უფლება.

ამის შემდეგ ანა დოლიძე სხდომათა დარბაზიდან გავიდა, შემდეგ კი მეგაფონით დაბრუნდა. ამ პროცედერების შემდეგ, საბჭოს მდივანმა შესვენება გამოაცხადა. სხდომა რამდენიმე წუთის შემდეგ განახლდა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო