ანა დოლიძე - მოსამართლეობის კანდიდატმა თეა ძიმისტარაშვილმა განმარტა, რომ მისთვის ლიდერი არის ვლადიმერ ლენინი - სიმბოლურად გავგზავნი არჩილ თალაკვაძესთან, ვლადიმერ ილიას ძე ლენინის პორტრეტს

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი, ანა დოლიძე აპირებს, რომ პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძეს ვლადიმერ ლენინის პორტრეტი გადასცეს. ამის შესახებ ანა დოლიძემ იუსტიციის უმაღლეს საბჭოს სხდომაზე განაცხადა, როდესაც საბჭომ უზენაეს სასამართლოში დარჩენილ 6 ვაკანტურ ადგილზე პარლამენტისადმი წარსადგენი 6 კანდიდატი აარჩია.ანა დოლიძემ საბჭოს სხდომაზე ჩარჩოში ჩასმული ლენენის ფოტო მიიტანა და მოსამართლეების არჩევის პროცედურის მიმართ პროტესტი ამ ფორმით გამოხატა.უფრო კონკრეტულად, როგორც დოლიძემ აღნიშნა, სიაში დასახელებულმა ერთ-ერთმა მოსამართლემ, თეა ძიმისტარაშვილმა ლენინი ბელადად დაასახელა.

"დღეს, თქვენ გადაწყვეტილება მიიღეთ, რომელსაც აქვს ძალიან ბევრი პრობლემა.განსაკუთრებით იმ კრიტიკული შეფასებების ფონზე, რომელიც უკვე ჰქონდა ამ პროცესს არაერთი საერთაშორისო ორგანიზაცის მხრიდან.მაგრამ, მე მაინც ვთვლი,რომ ყველაზე ხაზგასასმელია ის, რომ ამ კანდიდატებში, რომლებზეც თქვენ გადაწყვიტეთ, რომ პარლამენტში უნდა წავიდნენ,ერთ-ერთმა კანდიდატმა, თეა ძიმისტარაშვილმა 14 აგვისტოს, როცა საბჭოში გასაუბრებაზე იყო კითხვაზე - ვინ არის მისთვის ბელადი,ლიდერი საინტერესოდ განმარტა, რომ მისთვის ლიდერი არის ვლადიმერ ლენინი.ამასთან დაკავშირებით, იცით, რომ პარლამენტში წარვადგინეთ განსხვავებული აზრი.მე ასევე ნამდვილად წარვადგენ განსხვავებულ აზრს, რომელსაც გაჩვენებთ თქვენ და საქართველოს მოსახლეობას.ეს არის როგორც სიმბოლო,მოტონური აზროვნებისა, რომელსაც ადგილი აქვს თქვენს შორის .ასევე განცხადება ადასტურებს, რომ სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეს სიტყვა ლიდერზე ახსენდება ვლადიმერ ილიას ძე ლენინი, სიმბოლურად გავგზავნი, როგორც განსხვავებულ აზრს ბატონ არჩილ თალაკვაძესთან, ვლადიმერ ილიას ძე ლენინის პორტრეტს. იმედი მაქვს, რომ თავის სამუშაო ადგილზე დადებს.რამდენჯერაც საქართველოს მოსახლეობა მას გაახსენებს იმ პრობლემებს, რომელსაც საქართველო წააწყდება სასამართლო ხელისუფლებაში ამ პორტრეტს დახედავს. მეტი შთაგონება მას ნამდვილად არ სჭირდება", განაცხადა დოლიძემ.

ანა დოლიძის თქმით, პარლამენტის წევრები თუ გაბედავენ და " ამ სიას კენჭს უყრიან,ლენინის, მათი სულისჩამდგმელისა და ძიმისტარაშვილის მიერ დადასტურებული ბელადის ქსეროასლს პირადად მიიღებენ".

ანა დოლიძეს სხდომაზე საბჭოს მოსამართლე წევრმა, სერგო მეთოფილშვილმა უპასუხა.

მისი თქმით, ლენინთან დაკავშირებით, ასეთი რამ თეა ძიმისტარაშვილს არ უთქვამს.სერგო მეთოფიშვილის განმარტებით, ანა დოლიძე პოლიტიკურ განცხადებას აკეთებს.

იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ უზენაესის სასამართლოს მოსამართლეთა 6 ვაკანტურ ადგილზე საუკეთესო შედეგის მქონე კანდიდატთა სია გამოავლინა. ფარული კენჭისყრის შედეგად საბჭომ შემდეგი ექვსი კანდიდატი შეარჩია: ილონა თოდუა 10 ხმა; გენადი მაკარიძე 10 ხმა; ნინო სანდოძე 10 ხმა; პაატა სილაგაძე 10 ხმა; გიორგი ტყავაძე 11 ხმა; თეა ძიმისტარაშვილი 10 ხმა; აღნიშნული კანდიდატები განსახილველად საქართველოს პარლამენტს წარედგინება.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა