ბათუმში ხანუქას დღესასწაული აღნიშნეს

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე დღეს ებრაელების ტრადიციული დღესასწაულის აღსანიშნავად გამართულ მიღებას დაესწრო. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ აჭარის მთავრობიდან აცნობეს.

თორნიკე რიჟვაძემ ებრაელ ხალხს ხანუქას დღესასწაული მიულოცა და ორი ერის ტრადიციულ ურთიერთობებზე ისაუბრა.

,,მინდა ებრაელ ხალხს მივულოცო დღევანდელი დღესასწაული. ეს არის სიკეთის ბოროტებაზე გამარჯვების და სინათლის სიბნელეზე გამარჯვების დღესასწაული. ჩვენ, ქართველებს და ებრაელებს მრავალსაუკუნოვანი ძმობისა და მეგობრობის ისტორია გვაკავშირებს. ისტორია, რომელიც არის სამაგალითო, როგორც უფროსი თაობისთვის, ისე მომავალი თაობისთვის. სწორედ, ამ მაგალითზე შესაძლოა, რომ როგორც უცხოეთში, ასევე საქართველოში დაიზარდონ მომავალი თაობები.

კიდევ ერთხელ, მინდა, მოგილოცოთ ქართველ და ებრაელ ხალხს ეს დღესასწაული და გისურვოთ მშვიდობიან საქართველოში და მშვიდობიან ისრაელში ცხოვრება და მოღვაწეობა,” - განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.

მათივე ცნობით, ღონისძიებაში ასევე მონაწილეობა მიიღეს აჭარის მთავრობის და საზოგადოების წევრებმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა