ვლადიმერ პუტინის პრესმდივანი სალომე ზურაბიშვილს პასუხობს

რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანი დიმიტრი პესკოვი საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის განცხადებას ეხმაურება, რომელიც რუსეთთან დიალოგის „ნორმანდიულ ფორმატში“ წარმართვას ითვალისწინებს.

მისი თქმით, ეს ფორმატი უნიკალურია და უკრაინისთვის შეიქმნა, საქართველოსთან დაკავშირებით კი, პრობლემა განსხვავებულია.

„ნორმანდიული ფორმატი - უნიკალურია და ის ჩამოყალიბდა სამხრეთ-აღმოსავლეთ უკრაინაში კონფლიქტის დარეგულირების აუცილებლობის ლოგიკიდან გამომდინარე. აქ კი, საუბარია რუსეთსა და საქართველოს შორის ორმხრივ ურთიერთობებზე. პრობლემათა სტრუქტურა განსხვავებულია. ამიტომ, თითოეულ სტრუქტურას თავისი ფორმატი უნდა გააჩნდეს“ - განაცხადა პესკოვმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა