ანონსი 27 დეკემბერი

27 დეკემბერს, 10:30 საათზე, მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის სამეცნიერო ხელმძღვანელი პაატა იმნაძე განცხადებას გააკეთებს.

თემა: გრიპის ვირუსი. ვაქცინის საკითხი.

მის: კოსტავას ქუჩა 47/57 (ჩაჩავას კლინიკის მოპირდაპირე მხარეს. სასტუმრო „ევროპის“ გვერდით) . III სართული (ლიფტით I). IV ოთახი.

საკონტაქტო : 593 53 45 24

27 დეკემბერს, 11:00 საათზე, მედიაჰოლდინგ“კვირას“ პრესკლუბში ოკუპანტების ტყვეობაში მყოფი ქართველი ექიმის, ვაჟა გაფრინდაშვილის მეუღლე თამილა ლაფანაშვილი და შვილი, თათა გაფრინდაშვილი განცხადებას გააკეთებენ.

მის: კოსტავას ქუჩა 47/57 (ჩაჩავას კლინიკის მოპირდაპირე მხარეს. სასტუმრო „ევროპის“ გვერდით) . III სართული (ლიფტით I). IV ოთახი.

საკონტაქტო : 593 53 45 24

27 დეკემბერს, 11:00 საათზე, პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის სხდომა გაიმართება.

კომიტეტის სათათბირო ოთახი N520 (C კორპუსი, V სართული)

27 დეკემბერს 11:00 საათზე, „საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის“ გამგეობის თავმჯდომარე ეკა ლალიაშვილი „მედიაცენტრ მთავარში“ პრესკონფერენციას გამართავს.

თემა: წლის შეჯამება, ავარიებისა და უბედური შემთხვევების შეჯამება და ძირითადი გამოწვევები, რაც მიმდინარე წელს ვერ მოგვარდა.

მის: გალის ქ. #1 (ვერა. პეტრიაშვილისა და ბარნოვის კვეთასთან, „ანტრე“ როგორც კი დამთავრდება, მარჯვნივ. აგურის შენობა, სართული 1, მარჯვენა კარი)

საკონტაქტო: ეკა გულუა-599726565

27 დეკემბერს, 11:00 საათზე, „საჯარო შესყიდვების მონიტორინგის ცენტრის“ თავჯდომარე ირენა სტურუა საქართველოს პარლამენტის წინ განცხადებას გააკეთებს.

თემა - დიმიტრი ხუნდაძის ბიუროს თანამშრომლის კორუფციული ნიშნების შემცველი გარიგებები მუნიციპალიტეტებთან.

საკონტაქტო: ირენა-597 57 55 55

27 დეკემბერს 11:30 საათზე , აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ გამახარია „მედიაცენტრ მთავარში“ პრესკონფერენციას გამართავს.

თემა: წლის შეჯამება - ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული კრიტიკული ვითარება, კონკრეტული ფაქტები და მიმართვა საერთაშორისო თანამეგობრობას.

მის: გალის ქ.#1 (ვერა. პეტრიაშვილისა და ბარნოვის კვეთასთან, „ანტრე“ როგორც კი დამთავრდება, მარჯვნივ. აგურის შენობა, სართული 1, მარჯვენა კარი)

საკონტაქტო: ეკა გულუა-599726565

27 დეკემბერს, 11:30 საათზე, თბილისის საქალაქო სასამართლოში ხორავას ქუჩაზე დავით სარალიძის განზრახ ჯგუფურად მკვლელობის ბრალდებით დაკავებული მიხეილ კალანდიას სასამართლო პროცესი გაიმართება.

27 დეკემბერს, 12:00 საათზე, თბილისის საქალაქო სასამართლოში მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის სასამართლო პროცესი გაიმართება.

27 დეკემბერს, 13:00 საათზე, თელავის ტექნოპარკში, კახეთის რეგიონში უმცირესობების სამოქალაქო ჩართულობის გაუმჯობესების საბჭოს სხდომა გაიმართება, რომელსაც შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოადგილე ლია გიგაური და სახელმწიფო რწმუნებული კახეთის რეგიონში ირაკლი ქადაგიშვილი გახსნიან.

მის: თელავი, რუსთაველის გამზ. #11

საკონტაქტო: თაკო მათეშვილი 598 15 65 73

27 დეკემბერს, 13:30 საათზე, მწერალი, გიორგი კეკელიძე „გახდი ბესტსელერის ავტორი 2019“- ის გამარჯვებულს, თამარ გოდერიძეს და მის წიგნს „ყვავილები სახლთან ახლოს" წარადგენს.

მის: პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა (მე-3 კორპუსი, საგამოფენო დარბაზი)

27 დეკემბერს, 14:00 საათზე, სახელმწიფო ცერემონიების სასახლეში (ყოფილი ავლაბრის რეზიდენცია) პრემიერ-მინისტრი და ჯანდაცვის მინისტრი სამედიცინო კლინიკების ხელმძღვანელებს შეხვდებიან.

თემა: ჯანდაცვის რეფორმის ფარგლებში დაგეგმილი ცვლილებები.

საკონტაქტო: თათია წერეთელი - 599 499 004

27 დეკემბერს, 15:00 საათზე, ამერიკაში მყოფი ქართველი ემიგრანტების ინიციატივით, შშმ ბავშვებისთვის საახალწლო ღონისძიება გაიმართება. ბავშვებს და მათ მშობლებს შეხვდება ყოფილი პირველი ლედი სანდრა რულოვსი.

მის: კოსტავას 63.

საკონტაქტო პირი: თეონა ჭალიძე 591051601

27 დეკემბერს, 15:00 საათზე, საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების თავმჯდომარეს ირაკლი პეტრიაშვილს, სს "ტუბერკულოზის და ფილტვის დაავადებათა ეროვნული ცენტრის" დირექტორს ზაზა ავალიანს და შპს "აბასთუმნის ფილტვის ცენტრის" დირექტორს რევაზ ჟღენტს შორის თანამშრომლობის მემორანდუმს მოეწერება ხელი.

მის: ვაჟა-ფშაველას 1/34.

27 დეკემბერს, 15:30 საათზე, ავტორი, ლელა ცუცქირიძე საბავშვო წიგნს „თოვლის გუნდა და ბუ ტუსურა“ წარადგენს.

მის: პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა (მე-3 კორპუსი, საგამოფენო დარბაზი)

27 დეკემბერს, 15:45 საათზე, თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიუროს სხდომა.

27 დეკემბერს, 16:00 საათზე, თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა გაიმართება.

27 დეკემბერს, 17:00 საათზე, საქართველოს ეროვნულ მუზეუმშიგამოფენა „ჩინური ხელოვნება საქართველოს ეროვნულ მუზეუმში“ გაიხსნება. სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმში ასევე გამოფენისადმი მიძღვნილი წიგნის პრეზენტაცია გაიმართება.

მის: სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმი, შოთა რუსთაველის გამზ. 3

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა