გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ვაზისუბანში სახლი დაიწვა

გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ვაზისუბანში ერთსართულიანი სახლი დაიწვა. შემთხვევის დროს არავინ დაშავებულა.
ადგილობრივების ინფორმაციით, ცეცხლი იმდენად სწრაფად გავრცელდა, რომ საყოფაცხოვრებო ნივთების გადარჩენაც ვერ შეძლეს.
ხანძრის ჩაქრობას თელავისა და გურჯაანის სახანძრო-სამაშველო სამსახურის ეკიპაჟები ცდილობდნენ.
ამ დროისთვის ხანძარი ლიკვიდირებულია, თუმცა ადგილზე მეხანძრეები რჩებიან.

























