დამსახურებულ პედაგოგებს მადლობის სიგელები გადაეცათ

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი შენგელიამ, მერის პირველ მოადგილე გიგა ფარულავასთან და განათლების, ძეგლთა დაცვის, კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად, დღეს საგანმანათლებლო სფეროში მოღვაწე დამსახურებულ პედაგოგებს მადლობის სიგელები გადასცა და თითოეულ მათგანს გაწეული საქმიანობისთვის და ღვაწლისთვის მადლობა გადაუხადა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ზუგდიდის მერიის პრესსამსახურიდან აცნობეს.

მათივე ინფორმაცით, პედაგოგთა პროფესიული განვითარების საქმეში გაწეული ნაყოფიერი მუშაობისთვის მადლობის სიგელი გადაეცა განათლების მუშაკთა პროფესიული კავშირის თავმჯდომარე ცირა გულუას.

„წარმატებული საქმიანობისთვის მადლობის სიგელი გადაეცა რუხის საჯარო სკოლის დირექტორ გოგი თოდუას, რომელიც მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის კონკურსის ,,საჯარო სკოლის 2019 წლის საუკეთესო დირექტორის“ ფინალისტია.

აგრეთვე, წარმატებული საქმიანობისთვის მადლობის სიგელი გადაეცა ზუგდიდის N 9 საჯარო სკოლის დირექტორ თეა გაბელაიას, რომელიც ასევე მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის კონკურსის ,,საჯარო სკოლის 2019 წლის საუკეთესო დირექტორის“ ფინალისტია.

საერთაშორისო პროექტებში აქტიური ჩართულობისა და თაობების აღზრდაში ნაყოფიერი მოღვაწეობისთვის მადლობის სიგელი ასევე გადაეცა მანანა ნაჭყებიას-საქართველოს საპატრიარქოს ზუგდიდის წმინდა გიორგის სახელობის სასულიერო გიმნაზიის რექტორს.

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის ინიცირებული საგანმანათლებლო პროექტების მხარდაჭერისა და აქტიური თანამშრომლობისთვის მადლობის სიგელი გადაეცა ზუგდიდის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროს კახაბერ ფარცვანიას.

ფრანგული კულტურის პოპულარიზაციისა და თაობების აღზრდაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის მადლობის სიგელი კი საფრანგეთის განათლებისა და ახალგაზრდების ეროვნული სამინისტროს უმაღლესი ჯილდოს ,,აკადემიური პალმის ორდენის“ კავალერს, ზუგდიდის პრინც მიურატის სახელობის ქართულ-ფრანგული კოლეჯის ფრანგული ენის პედაგოგს მედეა ჭაჭუას გადაეცა“,-ნათქვამია ინფორმაციაში.

როგორც გიორგი შენგელიამ აღნიშნა,ძალიან სასიხარულო და საამაყოა ის ფაქტი, რომ განათლების სისტემაში სწორედ ასეთი ღირსეული ადამიანები არიან ჩართულნი.

გიორგი ანთაძე - საქართველომ რეგიონში არსებული სამხედრო დისბალანსის გათვალისწინებით, თავისი თავდაცვის შესაძლებლობების გაუმჯობესებისკენ უფრო ქმედითი ნაბიჯები უნდა გადადგას
ქართული პრესის მიმოხილვა 03.08.2020
ალექსანდრე თვალჭრელიძე -  გაბრაზებული ამომრჩევლები ხმას მცირე პარტიებს მისცემენ, პარლამენტის გასაღები სწორედ მცირე პარტიების და  ახალი სახეების ხელშია
„ნიუ ჰაუსი“ მომხმარებელს 27-თვიან შიდა უპროცენტო განვადებას სთავაზობს - იცხოვრე კომფორტულ გარემოში