გარდაბანში, საცხოვრებელ სახლში ბუნებრივი აირის დაგროვების შედეგად აფეთქება მოხდა, რის შედეგად 85 წლამდე მამაკაცი დაშავდა

გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ სააკაძეში, საცხოვრებელ სახლში ბუნებრივი აირის დაგროვების შედეგად აფეთქება მოხდა და 85 წლამდე მამაკაცი დაშავდა. როგორც ,,ინტერპრესნიუსს" საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, კუსტარულად დამონტაჟებული ოთახის გამათბობელი სამსართულიანი სახლის მეორე სართულზე აფეთქდა.

უწყების ინფორმაციით, აფეთქებას ნგრევა არ მოყოლია.

მათივე ცნობით, ცეცხლი საცხოვრებელ სახლში გავრცელდა და მისი ლიკვიდაცია დროულად მოხდა.

ადგილზე მობილიზებული იყო საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ოთხი ბრიგადა. აფეთქების შედეგად დამწვრობა მიიღო სახლში მყოფმა მამაკაცმა, რომელიც თბილისის დამწვრობის ცენტრშია გადაყვანილი. ხანძრის შედეგად დაიწვა 30 კვ მეტრი საცხოვრებელი ფართი.

პაატა ზაქარეიშვილი - მგონი, ევროკავშირი ხვდება, რომ „ქართულ ოცნებას“ ევროკავშირი არც თავისთვის და არც საქართველოსთვის არ უნდა
ქართული პრესის მიმოხილვა 17.07.2025
კავკასიის მედიცინის ცენტრს ევროპის ონკოგინეკოლოგთა ასოციაციის (ESGO) აკრედიტაცია მიენიჭა
Idram და Alipay+ ხელს უწყობენ სომხეთში საერთაშორისო QR გადახდებს, რითაც ადგილობრივ ბიზნესებს ციფრული საფულეების გლობალურ მომხმარებლებთან აკავშირებენ
„მადლიერების ჩიტი“ – ჯილდო ქართული ტრადიციული მუსიკის ერთგულ მხარდამჭერებს
BGA-ს დამფუძნებლები გენერალური პროკურორისგან ირაკლი გილაურის წინააღმდეგ საქმის დაუყოვნებლივ გამოძიებას ითხოვენ
სიახლე PSP-ში - ოლიგოთერაპიის ლიდერი ფრანგული ბრენდი „ლაბორატორია გრანიოს” პროდუქტები უკვე საქართველოშია
ახალი ლოკაციები, მაღალი ხარისხი - „რომპეტროლი“ ქსელის გაფართოებას განაგრძობს