ეკა ლალიაშვილი - წლის განმავლობაში აშკარად გამოიკვეთა არასრულწლოვნების მძიმე საგზაო შემთხვევებში მონაწილეობა, რომელსაც არაერთი მათგანი ემსხვერპლა

წლის განმავლობაში აშკარად გამოიკვეთა არასრულწლოვნების მძიმე საგზაო შემთხვევებში მონაწილეობა, რომელსაც არაერთი მათგანი ემსხვერპლა, - ამის შესახებ „საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის“ გამგეობის თავმჯდომარე, ეკა ლალიაშვილმა პრესკონფერენციაზე განაცხადა.

პრესკონფერენციაზე ლალიაშვილმა ავტოსაგზაო შემთხვევების სამი კვარტლის მონაცემებზე ისაუბრა.

„ძალიან მნიშვნელოვანია, ვისაუბროთ იმ პრობლემებზე, რაც საგზაო უსაფრთხოების სფეროში არსებობს, რადგან ეს არის ის გამოწვევა, რომელსაც წლების განმავლობაში, ნაბიჯ-ნაბიჯ ვცდილობთ ვუპასუხოთ. მოგახსენებთ 3 კვარტლის მონაცემებს. წინა წლებთან შედარებით ზოგადი მდგომარეობა თითქოსდა გაუმჯობესებულია სტატისტიკურად. საგზაო შემთხვევები 10%-ით არის შემცირებული, დაღუპულობა 2%-ით, თუმცა მე-4 კვარტალში უკვე იმდენად ხშირად გვესმის საგზაო შემთხვევების შესახებ, სადაც რამდენიმე პირი ერთად არის დაღუპული, რომ ჯერ კიდევ ვერ შევაფასებთ სრულად, რადგან უნდა ვნახოთ მე-4 კვარტლის შედეგები როგორი გვექნება.

აქ იკვეთება სხვადასხვა საკითხები. ჩვენ ვამბობთ, რომ საგზაო შემთხვევები სხვადასხვა მიზეზების გამო არის გამოწვეული, აქედან პირველი და წამყვანი არის სიჩქარის გადაჭარბება, მანევრირების წესების დარღვევა, მაგრამ ასევე უნდა ითქვას, რომ წლის განმავლობაში აშკარად გამოიკვეთა არასრულწლოვნების მძიმე საგზაო შემთხვევებში მონაწილეობა, რომელსაც არაერთი მათგანი ემსხვერპლა“, - განაცხადა ლალიაშვილმა.

მისივე თქმით, ასევე აღსანიშნავია ახალბედა მძღოლები, რომლებსაც სულ ახალი აღებული ჰქონდათ მართვის მოწმობა.

„ვფიქრობ, შემდეგი წლისთვის უნდა გავამახვილოთ ყურადღება იმაზე, რომ მხოლოდ 18 წლის მოზარდს მიცეს მართვის უფლება. ამავდროულად უნდა მოხდეს ავტოსკოლების ლიცენზირება. ჩვენ მუდმივად ვაწყდებით იმ საფრთხეებს, რომლებიც ცნობიერების დაბალი დონის გამო იქმნება და ეს გამოკვეთილად ჩანს ახალბედა მძღოლებში, რაც ნიშნავს იმას, რომ ავტოსკოლები თავიანთ ფუნქციას ვერ ასრულებენ. ისინი ვერ აძლევენ პოტენციურ მძღოლებს იმის ცოდნას, რომ მათ შემდეგ უსაფრთხოდ იარონ ქუჩებში. უნდა გავითვალისწინოთ სხვა ქვეყნების პრაქტიკა. ვფიქრობ, შემდეგი წლიდან უნდა დაიწყოს ხელისუფლებამ იმაზე ფიქრი, თუ როგორ მოხდეს ავტოსკოლების ლიცენზირება. ასევე დროა, სკოლებში და ბაღებში ჩავატაროთ გრძელვადიანი საგზაო უსაფრთხოების გაკვეთილები, თუ რასაკვირველია ჩვენ გვინდა გზებზე მოსიარულე უსაფრთხო მძღოლები მივიღოთ“, - განაცხადა ეკა ლალიაშვილმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა