თორნიკე რიჟვაძე - წელს შევძელით, რომ საერთაშორისო ტურისტულ რუკაზე მოგვენიშნა ბათუმი და ამას მოწმობს ყველა საერთაშორისო აღიარება

საერთაშორისო რეიტინგები მოწმობს, რომ ბათუმი არის ადგილი, სადაც უნდა ჩაიდოს ინვესტიცია, სადაც უნდა წავიდეს ადამიანი დასასვენებლად, - ამის შესახებ აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძემ ბათუმში „მაგნოლია 2019“-ის დაჯილდოების ცერემონიაზე განაცხადა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ აჭარის მთავრობიდან აცნობეს, აჭარაში „მაგნოლია 2019“-ის დაჯილდოების ცერემონიაზე საუკეთესო ტურისტული სერვისის მიმწოდებლები გამოვლინდნენ.

თორნიკე რიჟვაძემ ტურიზმის ინდუსტრიის მნიშვნელობაზე ისაუბრა და 2019 წელი შეაჯამა.

„2019 წელს ჩვენ შევძელით, რომ საერთაშორისო ტურისტულ რუკაზე მოგვენიშნა ბათუმი და ამას მოწმობს ყველა საერთაშორისო აღიარება. რეიტინგები, წამყვანი მედია საშუალებები აღიარებენ, რომ ბათუმი არის ადგილი სადაც უნდა წავიდეს ადამიანი, სადაც უნდა ჩაიდოს ინვესტიცია. მთავარია, რომ ჩვენ, როგორც მასპინძლებმა შევძლოთ ხარისხობრივი მაჩვენებლებით ყველა ამ კრიტერიუმის დაკმაყოფილება, რათა ეს დინამიკა არც ერთი წუთით არ გაჩერდეს. ტურიზმი არის ეკონომიკის ერთ-ერთი მთავარი მამოძრავებელი და მნიშვნელოვანია, რომ აჭარის ყველა მინიციპალიტეტში მიმდინარეობს ტურისტული მარშრუტების მარკირება, ინფრასტრუქტურის მოწყობა, სერვისის გაუმჯობესება. ეს არის დეტალები და ამ დეტალებშია ის, რაც ქმნის საერთო კეთილდღეობას ჩვენი მოქალაქეებისთვის. წელს პირველად ჩვენ შევძელით და აჭარას აქვს 2020-2025 წლების ტურიზმის სტრატეგიული განვითარების დოკუმენტი. წელს პირველად გვქონოდა ჩარტერული რეისები ევროპის წამყვანი ქვეყნების დედაქალაქებიდან”, - განაცხადა აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ.

აჭარაში ტურისტებისა და სექტორის მიერ საუკეთესო ბრენდულ სასტუმროდ ჰილტონ ბათუმი, ქართულ, არაბრენდულ სასტუმროდ „ადმირალი“, საუკეთესო ჰოსტელად „ბექთუმი“, ხოლო საუკეთესო რესტორნად „რეტრო“ დასახელდა. გარდა ამისა, რეგიონში ყველაზე ხშირად ვიზიტირებადი ტურისტული ადგილის ტიტული ბათუმის ბულვარმა, ხშირად ვიზიტირებადი ტურისტული ატრაქციისა კი ბათუმის დელფინარიუმმა მიიღო. ჯამში, ღონისძიებაზე 13 ნომინაციაში გამარჯვებულები გამოვლინდნენ.

„მაგნოლია 2019“-ის დაჯილდოების ცერემონია აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის 2019 წლის ანგარიშით გაიხსნა.

ღონისძიებას ბათუმის დრამატულ თეატრში ტურიზმის სექტორის, სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა