აჭარის უმაღლეს საბჭოში „ნაცმოძრაობის“ წევრებმა აჭარის ტელევიზიისა და რადიოს მრჩეველთა საბჭოს კანდიდატად გია ქარცივაძე წარადგინეს

აჭარის უმაღლეს საბჭოში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა აჭარის ტელევიზიისა და რადიოს მრჩეველთა საბჭოს კანდიდატად გია ქარცივაძე წარადგინეს. როგორც დეპუტატებმა ბრიფინგზე განმარტეს, გია ქარცივაძემ არხის შიდა სამზარეულო კარგად იცის და იგი ბორდში საქმიანობას ტელევიზიისთვის დადებითად წარმართავს.

„პირველ რიგში გვინდა მადლობა გადავუხადოთ ყველა კანდიდატს კონკურსში მონაწილეობისათვის და დავადასტუროთ მათდამი ღრმა პატივისცემა

ჩვენმა პოზიციამ, რომ კვოტა დაგვეთმო საზოგადოებისათვის მნიშვნელოვანი პროცესი გამოაჩინა. ძალიან ბევრმა კვალიფიციურმა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა კონკურსში, რა თქმა უნდა ვგულისხმობთ იმ კანდიდატებსაც, რომლებიც არ არიან წარმოდგენილ სამ კანდიდატში.

ძალიან კარგი იქნებოდა ხელისუფლებას წინ დაეყენებინა ტელევიზიის ინტერესები და მხარი დაეჭირა ისეთი კანდიდატებისათვის, რომლებიც მონაწილეობდნენ კონკურსში, თუმცა მათ პოლიტიკური ინტერესების გატარება უფრო არჩიეს.

საზოგადოების ჩართულობასა და გამჭვირვალობასთან ერთად დღეს არსებული მდგომარეობის გათვალისწინებით, როცა ტელევიზიაში ფორსირებულ რეჟიმში მიმდინარეობს პროცესები, რომელიც მიმართულია ტელევიზიის სარედაქციო პოლიტიკის შესაცვლელად მნიშვნელოვანი იყო დღეს დაგვესახელებინა კანდიდატი, რომელიც კარგად იცნობს ტელევიზიის შიგნით მიმდინარე პროცესებს და შეძლებს დამოუკიდებელ ჟურნალისტთა დაცვას.

წარმოდგენილი კანდიდატების მაღალი კვალიფიკაციისა და ავტორიტეტის გათვალისწინებით გაგვიჭირდა კანდიდატის შერჩევა, თუმცა კანდიდატი უნდა დაგვესახელებინა და მივიღეთ გადაწყვეტილება, წარვადგინოთ გია ქარცივაძე.

დარწმუნებული ვართ, ის შეძლებს მაღალი პასუხისმგებლობისა და ტვირთის ღირსეულად ტარებას“, - აცხადებენ „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატები.

გია ქარცივაძე აჭარის ტელევიზიისა და რადიოს საკადრო ბაზის განვითარების სამსახურის უფროსია.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა