ზუგდიდში, დღის ცენტრის ბენეფიციარებს საახალწლო ნობათი გადაეცათ

ზუგდიდში, დღის ცენტრის ბენეფიციარებს საახალწლო ნობათი გადაეცათ

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერი გიორგი შენგელია, საკრებულოს თავმჯდომარე მამუკა წოწერიასთან, მერიისა და საკრებულოს წარმომადგენლებთან ერთად, დღის ცენტრის ბენეფიციარებს ესტუმრა, დამდეგი შობა-ახალი წელი მიულოცა და საახალწლო საჩუქრები გადასცა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ ზუგდიდის მუნიციპალიტეტიდან აცნობეს.

მათი ინფორმაციით, დღის ცენტრის ბენეფიციარებს თოვლის ბაბუაც სტუმრობდა. მუნიციპალიტეტის მერიისგან საახალწლო საჩუქრები ჯამში 550 ბენეფიციარს გადაეცემა.