გორში კერამიკოს გივი ტატულაშვილის კერამიკის მუზეუმი გაიხსნა

გორში ტატულაშვილების კერამიკის მუზეუმი გაიხსნა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ გორის მერიიდან აცნობეს.

მათივე ცნობით, ღონისძიება გორის მკვიდრი კერამიკოსის, გივი ტატულაშვილის სახელოსნოში გაიმართა.

აქვე განთავსდა მუზეუმიც, რომელიც გორში ჩამოსულ ტურისტებს მოჭიქული კერამიკის წარმოების გორულ ტრადიციებს გააცნობს. მუზეუმის გახსნას გორის მუნიციპალიტეტის მერი კონსტანტინე თავზარაშვილი, შიდა ქართლის რწმუნებული გიორგი ხოჯევანიშვილი, ნიქოზისა და ცხინვალის მიტროპოლიტი მეუფე ისაია, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები და ექსპოზიციის დამთვალიერებლები დაესწრნენ.

„გორის კერამიკულ ნაწარმს დიდი ხნის ისტორია აქვს. ის მოიასამნისფერო ჭიქურზე მწვანე საღებავებით მოხატვის ტექნიკით იყო გამორჩეული და განსაკუთრებით ცნობილი იყო XIX-XX საუკუნეების მიჯნაზე.

გივი ტატულაშვილი ამჟამად რეგიონში ერთადერთი კერამიკოსია, რომელიც თავის შემოქმედებით წინაპრების საუკუნის წინანდელ ტრადიციასაც აგრძელებს და, ამავე დროს, გორის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურული პროექტების თანადაფინანსების პროგრამის დაფინანსებით უფასოდ ასწავლის ხელობას შეგირდებს“, - ნათქვამია მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

გიორგი ანთაძე - საქართველომ რეგიონში არსებული სამხედრო დისბალანსის გათვალისწინებით, თავისი თავდაცვის შესაძლებლობების გაუმჯობესებისკენ უფრო ქმედითი ნაბიჯები უნდა გადადგას
ქართული პრესის მიმოხილვა 03.08.2020
ალექსანდრე თვალჭრელიძე -  გაბრაზებული ამომრჩევლები ხმას მცირე პარტიებს მისცემენ, პარლამენტის გასაღები სწორედ მცირე პარტიების და  ახალი სახეების ხელშია
„ციტადელი“ მომხმარებელს ახალ შოურუმში ეპატიჟება
როგორ ვისარგებლოთ თიბისი ფეის აპლიკაციით
კრედო ბანკსა და ევროპის საინვესტიციო ბანკს შორის მიკრო, მცირე და საშუალო ბიზნესების ხელშესაწყობად 36 მილიონი ლარის მოცულობის საფინანსო ხელშეკრულება გაფორმდა