მამუკა ხაზარაძე მოწმეს - ხართ თუ არა საქმის კურსში, რომ ეროვნული ბანკის პრეზიდენტი დავალებებს იღებდა გახარიასგან?

ხართ თუ არა საქმის კურსში, რომ ეროვნული ბანკის პრეზიდენტი დავალებებს იღებდა გახარიასგან? - ამ კითხვით მიმართა პოლიტიკური გაერთიანება „ლელო საქართველოსთვის“ ერთ- ერთმა დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ სასამართლო პროცესზე პროკურატურის მიერ წარმოდგენილ მოწმე აკაკი გელაზონიას.

მამუკა ხაზარაძის მიერ მოწმისთვის დასმული კითხვა ბრალდების მხარემ გააპროტესტა და მოწმეს მიუთითა, რომ არ ეპასუხა.

„ბატონო მოსამართლე, კიო რომ თქვას, სიტუაციას არ ცვლის?“- აღნიშნა ხაზარაძის ადვოკატმა ზვიად კორძაძემ.

მამუკა ხაზარაძემ მოწმეს ასევე რამდენიმე შეკითხვა დაუსვა, მათ შორის, ეროვნული ბანკი პრეზიდენტის, კობა გვენეტაძესთან მიმართებით.

„ხართ თუ არა საქმის კურსში, რომ მე შევხვდი თქვენს პრეზიდენტს, გვენეტაძეს და მოვთხოვე, რომ მოეწერა განმარტებითი წერილი იმის სანაცვლოდ, რომ იგი ამბობდა, რომ არის პოლიტიკური ზეწოლის ქვეშ. ხართ თუ არა საქმის კურსში, რომ ის ჩვენ გვთხოვდა, მშვიდობიანად დავშორებულიყავით ერთმანეთს, სასამართლოდან გამოგვეტანა ის სარჩელი, რომელიც პირველ ინსტანციაში მოვიგეთ და ამის სანაცვლოდ მომცემდა წერილს, სადაც ის იტყოდა, რომ ეროვნული ბანკის კომპეტენციის ფარგლებში „ფულის გათეთრებას“ ადგილი არ აქვს. ხართ თუ არა საქმის კურსში, რომ ამ წერილის ნიმუში ჩვენ მივიღეთ ეროვნული ბანკის ვიცე პრეზიდენტისგან?!“- მიმართა ხაზარაძემ მოწმეს.

თავის მხრივ, მოწმემ უპასუხა, რომ ამის შესახებ არაფერი იცის. „ჩემთვის ამაზე არაფერია ცნობილი“, - განაცხადა აკაკი გელაზონიამ.

მოწმემ სხდომაზე აღნიშნა, რომ მისი პროფესიული საქმიანობის განმავლობაში არაერთი შემოწმება ჩაუტარებია, თუმცა, 11 წლის წინანდელი ტრანზაქციები არასდროს შეუმოწმებია და ხაზარაძე-ჯაფარიძე- წერეთლის შესახებ ტრანზაქციის შემოწმება პირველი შემთხვევაა.

თბილისის საქალაქო სასამართლოში, სადაც მამუკა ხაზარაძის, ბადრი ჯაფარიძის და ავთანდილ წერეთლის ბრალდების საქმეზე პროცესი მიმდინარეობს, ბრალდების მხარის მომწე, ეროვნული ბანკის საბანკო ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსი აკაკი გელაზონია იკითხება.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა