ივანე მაჭავარიანი მამუკა ბახტაძის მიმართ უცენზურო რეპლიკის გამოყენებას კატეგორიულად უარყოფს

ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი კატეგორიულად უარყოფს, რომ ტელევიზიის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე მისი წინამორბედი მინისტრი, მამუკა ბახტაძე უცენზურო რეპლიკით მოიხსენია.

მაჭავარიანმა დღეს გავრცელებულ შესაბამის ინფორმაციას „ტყუილი“ და „სიბინძურე“ უწოდა.

„არავის უკვირს, როცა ჩვენს მედიაში პერიოდულად გაიჟღერებს ტყუილი. ამაზე დიდი ტყუილი და სიბინძურე მე დიდი ხანია არ მომისმენია. მამუკა ბახტაძესა და მისი მინისტრობის პერიოდზე საუბარიც არ ყოფილა, რომ რამე მინიშნება ყოფილიყო.

იყო საუბარი ამაზე, რომ ჩემთვის გაურკვეველია, რატომ მიეცა "რუსთავი 2"-ს დავალიანების დაგროვების საშუალება 2017 წლის მარტამდე, როცა ეს დაიწყო 2016 წლის ოქტომბრიდან, თორემ მარტის მერე, როცა დავალიანების დაგროვება გაგრძელდა იმიტომ, რომ სტრასბურგის მოსამართლემ შეაჩერა გადაწყვეტილება, იქ იყო ასეთი მინიშნება, რომ მთავრობამ უნდა შეიკავოს თავი ნებისმიერი ასეთი გადაწყვეტილებისგან, რომელიც გამოიწვევდა შეფერხებას და ის, რომ მთავრობის წარმომადგენლებმა 2017 წლის მარტიდან ეს გაითვალისწინეს, მესმის. ვინც გაითვალისწინა, ეს ბევრად უფრო ადრე იყო, ვიდრე მამუკა ბახტაძე იყო და მას კავშირი არ აქვს, ამ სახელსა და გვარს შეხვედრაზე არ გაუჟღერებია... პირწმინდად მოტყუებაა, პირდაპირ ეთერში მოიტყუა. ეს არის სიბინძურე. რამდენიც უნდათ იტყუონ, რომელ მინისტრსაც ამით აშანტაჟებდნენ, გააგრძელონ შანტაჟი, გადაიხადონ გადასახადი და იტყუონ რამდენიც უნდათ", - განაცხადა მაჭავარიანმა "ტვ პირველის" ხელმძღვანელის, ინგა გრიგოლიას მიერ გავრცელებულ იმ ინფორმაციაზე კომენტირებისას, რომლის მიხედვითაც, მინისტრმა ტელევიზიების წარმომადგენლებთან შეხვედრაზე მამუკა ბახტაძე უხამსი რეპლიკით მოიხსენია.

იხილეთ ვიდეო: ფინანსთა მინისტრის პირველი კომენტარი ინგა გრიგოლიას სკანდალურ ბრალდებაზე თითქოს, მან მამუკა ბახტაძეს უტ...კო უწოდა

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა