ბოლნისში ისტორიის კონკურს „დიდგორელის“ ფინალური ტური გაიმართა

ბოლნისში ისტორიის კონკურს ,,დიდგორელის’’ ფინალური ტური გაიმართა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ კომპანია „არემჯიდან“ აცნობეს, კონკურსში საუკეთესო შედეგი დაბა კაზრეთის მე-2 სკოლის მოსწავლე საბა შალიკიანმა აჩვენა, რომელიც 6 თვის მანძილზე „არემჯისგან“ დაწესებულ სტიპენდიას მიიღებს.

კონკურსის ავტორების თქმით, პროექტის მთავარ მიზანს საქართველოს ისტორიის პოპულარიზაცია წარმოადგენს. 2 კვირიან მარათონში ბოლნისის მუნიციპალიტეტის 120-მდე უფროსი კლასის მოსწავლემ მიიღო მონაწილეობა.

„პროექტის შვიდმა ფინალისტმა 4 დაძაბული ტურის შემდეგ, უკან 100-ზე მეტი კონკურსანტი ჩამოიტოვა. „დიდგორელის“ ორგანიზატორებმა, ბოლნისის მერიაში გამართულ საფინალო შეხვედრაზე, პროექტის მონაწილეები და მათი პედაგოგები სამახსოვრო სიგელებითა და წიგნებით დააჯილდოვეს.

საგანმანათლებლო პროექტმა, რომლის გენერალური სპონსორი კომპანია „არემჯია“, სტარტი 2019 წლის შემოდგომაზე თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში აიღო“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა