თორნიკე რიჟვაძე - ახალგაზრდობა არის ის ძალა, რომელზეც ყოველთვის იდგა ქვეყნის განვითარება

ბათუმში ახალგაზრდობის რეგიონულმა ცენტრმა წლის შემაჯამებელი ღონისძიება გამართა. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრის ფარგლებში, ცენტრის მიერ განხორციელებული მასშტაბური ღონისძიებები და პროექტები განიხილეს. აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძემ ახალგაზრდების ხარისხიანი განათლების მნიშვნელობას და ქვეყნის და რეგიონის განვითარებაში მათ ჩართულობას გაუსვა ხაზი.

„ახალგაზრდობა არის ის ძალა, რომელზეც ყოველთვის იდგა ქვეყნის განვითარება. ახალგაზრდობა ქვეყნის დადებითი ცვლილებების მამოძრავებელი ძალაა. ძალიან მიხარია, რომ ჩვენ შევძელით ახალგაზრდობის რეგიონული ცენტრი გამხდარიყო მასშტაბური და მადლობა თითოეულ თქვენგანს ამ იდეის მხარდაჭერისთვის.

საქართველო საჭიროებს გულანთებულ და განათლებულ ახალგაზრდებს, საჭიროებს პატრიოტებს და ამავე დროს, ძალიან პრაგმატულ საზოგადოებას, რომელიც შეძლებს მიიღოს გადაწყვეტილება, აიღოს ის პასუხისმგებლობა, რომელიც ჩვენ ქვეყანას გაიყვანს სამშვიდობოს.

ჩვენ უნდა ვიყოთ კონკურენტუნარიანები საერთაშორისო ასპარეზზე. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი ქვეყნის წარმატება მხოლოდ ახალგაზრდების აქტიური მონაწილეობით იქნება შესაძლებელი“, - აღნიშნა თორნიკე რიჟვაძემ.

ახალგაზრდობის რეგიონული ცენტრის მიერ, 2019 წლის განმავლობაში განხორციელებულ აქტივობებში 15 000-მდე ახალგაზრდამ მიიღო მონაწილეობა. ცენტრის შემაჯამებელ შეხვედრაზე განხორციელებული პროექტების პრეზენტაციაც გაიმართა. ახალგაზრდებმა საჯაროდ განიხილეს მომავალ წელს გეგმები და პროგრამები.

ცენტრის შემაჯამებელ ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ალექსანდრე დავიძაძემ და რეგიონის ახალგაზრდებმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო