თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დედაქალაქის 2020 წლის ბიუჯეტი დაამტკიცა

თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დედაქალაქის 2020 წლის ბიუჯეტი დაამტკიცა. ბიუჯეტის პროექტს მხარი საკრებულოს 33-მა დეპუტატმა დაუჭირა. ბიუჯეტის პროექტის წარდგენისას დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ 2019 წელს განხორციელებულ ინფრასტრუქტურულ პროექტებთან დაკავშირებით ისაუბრა და ასევე აღნიშნა, რომ დაწყებული პროექტები მომავალ წელს დასრულდება.

სხდომას ოპოზიცია ბოიკოტის ნიშნად არ დასწრებია.

შეგახსენებთ, რომ თბილისის 2020 წლის ბიუჯეტი ჯამში 1 მილიარდ 300 მილიონი ლარი იქნება. 2020 წლის ბიუჯეტის ძირითადი მიმართულება იქნება ინფრასტრუქტურული პროექტები, ასევე სოციალური და ჯანდაცვის მიმართულებები.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ჩვენი პოლიტიკური სპექტრის ნარატივი ინფანტილური და ფიცარივით ბრტყელია, არ გამოვრიცხავ ახალი პარტიის დაფუძნებას
ქართული პრესის მიმოხილვა 20.01.2021
ანდრია გვიდიანი - „ენგურჰესის“ გაჩერებამ კიდევ ერთხელ დაგვანახა, რომ ახალი ჰესების მშენებლობა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია
ეფექტური გზა რესპირაციული ინფექციების პრევენციისთვის
D ვიტამინის გავლენა რეპროდუქციულ ჯანმრთელობაზე