გორის მუნიციპალიტეტის მერმა დედ-მამით ობოლ და  მრავალშვილიან ოჯახებს დამდეგი ახალი წელი მიულოცა

გორის მუნიციპალიტეტის მერმა, კონსტანტინე თავზარაშვილმა დედ-მამით ობოლ და 6 და მეტშვილიან ოჯახებში მცხოვრებ ბავშვებს დამდეგი ახალი წელი მიულოცა. ამასთან, თავზარაშვილმა ბავშვებს სურსათისა და ტკბილეულის პაკეტები გადასცა.

„გილოცავთ, პატარებო, ბედნიერ დღესასწაულს გისურვებთ, ოცნებების ასრულებას და საუკეთესო მომავალს!“ - აღნიშნა მერმა სიტყვით გამოსვლისას.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ გორის მერიიდან აცნობეს, ახალი წლის დადგომამდე მერი პირადად კიდევ 13 ოჯახის 50 პატარას ეწვევა. ბავშვების გარდა, საახალწლო ტკბილეულს მისგან 100 წელს გადაცილებული მოხუცები და ის მიუსაფარი ოჯახები მიიღებენ, რომლებიც მერიამ დროებით საცხოვრებელ კოტეჯებში დააბინავა.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს