ზესტაფონის მერიამ და კომპანია „ჯორჯიან მანგანეზმა“ საახალწლო საჩუქრები დაარიგეს

ზესტაფონის მერიამ და კომპანია „ჯორჯიან მანგანეზმა“ საახალწლო საჩუქრები დაარიგეს. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს „ჯორჯიან მანგანეზიდან“ აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, კომპანიისა და ზესტაფონის მერიის ერთობლივი სოციალური პროექტის ფარგლებში, სადღესასწაულო საჩუქრები სოციალურად დაუცველმა და მრავალშვილიანმა ოჯახებმა მიიღეს.

„საახალწლო საჩუქრების დარიგებაში მონაწილეობას ზესტაფონის მაჟორიტარი დეპუტატი შალვა კიკნაველიძე და ფეროშენადნობთა ქარხნის დირექტორი, ვასილ გველესიანი იღებდნენ. მათ ხელისუფლებისა და კომპანიის სახელით დამდეგი შობა - ახალი წელი მიულოცეს ოჯახებს და სამომავლოდაც დაჰპირდნენ გვერდში დგომას.

საახალწლო საჩუქრები სოციალურად დაუცველ 45 ოჯახს დაურიგდა. სასაჩუქრე ნაკრები სასურსათო პროდუქტებს და ტკბილეულს აერთიანებდა“,-ნათქვამია ინფორმაციაში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო