საქართველოს ინტერესების სექციის კონსული - ლიპეცკის ოლქში ავარიის შედეგად,  საქართველოს  გარდაცვლილ ერთ მოქალაქეს დღეს მოსკოვში, შემდეგ კი საქართველოში გადმოასვენებენ

რუსეთში შვეიცარიის საელჩოში საქართველოს ინტერესების სექციის კონსულის, ზვიად ტატიშვილის ინფორმაციით, ლიპეცკის ოლქში მომხდარი ავარიის შედეგად, საქართველოს ერთ-ერთი გარდაცვლილი მოქალაქის გადმოსვენების პროცესი უკვე დაწყებულია.

როგორც ზვიად ტატიშვილმა „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას აღნიშნა, ერთ-ერთ გარდაცვლილს ჯერ მოსკოვში გადაიყვანენ, ხოლო შემდეგ თვითმფრინავით თბილისში ჩამოასვენებენ. მის გადმოსვენებას ნათესავები უზრუნველყოფენ. რაც შეეხება მეორე გარდაცვლილს, ტატიშვილის ინფორმაციით ოჯახი აღნიშნული ფაქტის შესახებ ინფორმირებული არ არის.

„ერთი მოჰყავთ უკვე, გადმოსვენების პროცესი დაწყებულია. დღეს უნდა გადაიყვანონ მოსკოვში და მოსკოვიდან თვითმფრინავით თბილისში გადმოიყვანონ, ამას მისი ნათესავები უზრუნველყოფენ. მეორე გარდაცვლილის ოჯახის წევრები ჯერ არ არიან ინფორმირებულნი,“ - აღნიშნა ზვიად ტატიშვილმა.

რაც შეეხება დაშავებულებს, კონსულის ინფორმაციით, გარდა მცირეწლოვანი ბავშვისა ყველა მათგანმა საავადმყოფო უკვე დატოვა და მათი ნაწილი საქართველოში დღეს დაბრუნდება, ხოლო ნაწილი მოსკოვში გადაინაცვლებს. მათ გადმოყვანას თვითონ სატრანსპორტო კომპანია უზრუნველყოფს.

შეგახსენებთ, რუსეთის ფედერაციის, ლიპეცკის ოლქის, სტანოვლიანკის რაიონის, დასახლებულ პუნქტ იარკინო-ს მიმდებარედ 26 დეკემბერს მაგისტრალზე მოხდა ავტოსაგზაო შემთხვევა, ამოტრიალდა სამგზავრო ავტობუსი, რომელიც მოძრაობდა მოსკოვი-თბილისის მიმართულებით.

აღნიშნული ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავდა 8 მგზავრი, ამათგან საქართველოს 5 მოქალაქე. თბილისის მიმართულებით გამომგზავრების მსურველი დაშავებული მგზავრებისთვის ტრანსპორტირება უზრუნველყოფილი იქნება საქართველოს სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს მიერ. ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაიღუპა საქართველოს 2 მოქალაქე.

კორნელი კაკაჩია - ხელისუფლებამ უნდა შეძლოს ქვეყნის გადაყვანა დაპირისპირების რელსებიდან კონსტრუქციულობის ფორმატში, თუმცა ამის რესურსს მმართველ გუნდში ვერ ვხედავ
დიმიტრი შველიძე - რუსული ოკუპაციის 100 წლისთავზე მთავარია გვახსოვდეს - ყოფილი მეტროპოლია ფარული ჩარევით, მშვიდად უყურებს საქართველოში პოლიტიკური ბანაკების გაუთავებელ ომს
ქართული პრესის მიმოხილვა 26.02.2021
როგორ იქმნება მომავლის რესტორნები მსოფლიოში? რა უნდა გაითვალისწინონ ქართველმა რესტორატორებმა
ახალი სენსორული POS სავაჭრო ობიექტებისთვის
რას წარმოადგენს Samsung-ის ოფიციალური ჰოლოგრამა?
სითი თაუერი – შენი პარტნიორი ბიზნესში! (R)
კომპანია "სილქნეტი" განცხადებას ავრცელებს
როგორ შეუძლიათ ბიზნესებს თანამშრომელთა სამუშაო საათები ავტომატურად აღრიცხონ?
ბაკურიანის მსოფლიო თასის ეტაპებისთვის რეგისტრაცია დასრულებულია
ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსთან არსებულმა დაზარალებულთა ნდობის ფონდმა საქართველოსთვის დახმარების პროგრამა დაამტკიცა
ლაბორატორია „მეგალაბში“ კორონავირუსის ე.წ. ბრიტანული შტამის დადგენაა შესაძლებელი