მარნეულში მთავარი ნაძვის ხე აინთო

მარნეულში საახალწლო ღონისძიებები მთავარი ნაძვის ხის ანთების ცერემონიით გაიხსნა. მთელი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა საბავშვო გასართობი ღონისძიებები, ანიმატორების შოუ, სპეციალურად ამ დღისთვის მოეწყო საახალწლო სოფლის კუთხე, სხვადასხვა თემატური სივრცით. გაიმართა საახალწლო გამოფენა-გაყიდვაც.

საზეიმო წარმოდგენას მარნეულის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელი პირები დაესწრნენ და მოსახლეობას დამდეგი ახალი წელი მიულოცეს

ქალაქის მთავარი ნაძვის ხის ანთების ცერემონიაზე, მარნეულელი მაყურებლების წინაშე, მრავალფეროვანი მუსიკალური პროგრამით, თბილისის ბავშვთა კაპელა წარდგა. ღონისძიებაზე მისულ პატარებს თოვლის პაპამ საახალწლო საჩუქრები დაურიგა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო