ქუთაისის ოპერისა და ბალეტის თეატრში "დაისის" პრემიერა გაიმართა

დღეს, ქუთაისის მელიტონ ბალანჩივაძის სახელობის ოპერისა და ბალეტის პროფესიული სახელმწიფო თეატრი გახსნიდან 50 წლის იუბილეს აღნიშნავს. აღნიშნულთან დაკავშირებით თეატრში ზაქარია ფალიაშვილის ოპერის „დაისის“ პრემიერა გაიმართა. ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციიდან აცნობეს.

"დადგმაზე იმუშავა შემოქმედებითმა ჯგუფმა ცნობილი დირიჟორის რევაზ ჯავახიშვილის, რეჟისორ თორნიკე მარჯანიშვილის, მხატვარ თეო კუხიანიძის, ქორეოგრაფ ვახტანგ უშვერიძის შემადგენლობით. საპრემიერო წარმოდგენაში რევაზ ჯავახიშვილის დირიჟორობით მონაწილეობას მიიღებენ არმაზ დარაშვილი (მალხაზი), ბაკურ კვირიკაშვილი (კიაზო), მარიკა მაჩიტიძე (მარო), ფერიდე ჯინჯიხაძე (ნანო), რამაზ კუბლაშვილი (ტიტო), კალისტრატე ხარჩილავა (ცანგალა), თეატრის გუნდი (მთავარი ქორმაისტერი - ნათია გოგუაძე), ორკესტრი და ქორეოგრაფიული დასი. "დაისი“ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდა",-ნათქვამია ინფორმაციაში.

მათივე ინფორმაციით, საპრემიერო სპექტაკლს სახელმწიფო რწმუნებული იმერეთში ზვიად შალამბერიძე, პირველი მოადგილე იოსებ ხახალეიშვილი, ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატი გენადი მარგველაშვილი, საზოგადოების წარმომადგენლები და ტურისტები დაესწრნენ. პრემიერამ ანშლაგით ჩაიარა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა