ურუგვაიში, სოიოს ფქვილის ტომრებში 4 ტონაზე მეტი კოკაინი აღმოაჩინეს

ურუგვაის სამხედრო-საზღვაო და საბაჟო ოფიცრებმა მონტევიდეოს პორტში სოიოს ფქვილის ტომრებით დატვირთულ კონტეინერში 4,4 ტონა კოკაინი აღმოაჩინეს, - ამის შესახებ ინფორმაციას „დოიჩე ველე“ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, ოთხი კონტეინერი, რომლითაც დასავლეთ აფრიკის რესპუბლიკა ტოგოში სოიოს ფქვილი უნდა წაეღოთ, ურუგვაიში, სორიანოს რეგიონში რამდენიმე დღის წინ დაიტვირთა.

ოფიციალური პირების განცხადებით, არ არის გამორიცხული, კოკაინი დანარჩენი სამი კონტეინერის გახსნისასაც აღმოაჩინონ.

გავცელებული ინფორმაციით, სოიოს ფქვილის მწარმოებელი კომპანია და სატვირთოების მძღოლები, რომლებმაც საქონელი მონტევიდეოს პორტში ექსპორტის მიზნით მიიტანეს, შესაბამისმა სამსახურებმა უკვე დაკითხეს.

არსანიშნავია, რომ ურუგვაიდან აფრიკასა და ევროპაში ნარკოტიკების გატანის შემთხვევებმა ბოლო პერიოდში საგრძობლად იკლო.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა