ხიზანიშვილის ქუჩის მონაკვეთზე ავტობუსების მარშრუტი ორი დღით შეიცვლება

გლდანში, ხიზანიშვილის ქუჩის მონაკვეთზე, კერძოდ, ავტობუსების ბოლო გაჩერებიდან მე-8 მიკრორაიონში მდებარე მშენებარე ეკლესიამდე, საგზაო მონაკვეთზე ასფალტის საფარის დაგების გამო 28 და 29 დეკემბერს ავტობუსების მარშრუტები ნაწილობრივ შეიცვლება. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ თბილისის მერიიდან აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, N23, N24, N33, N39 და N51 ავტობუსები ვეკუას ქუჩაზე გლდანის მე-7 მიკრორაიონის მხრიდან გადაუხვევენ მშენებარე ეკლესიის მიმართულებით და გზას ხიზანიშვილის ქუჩაზე მეტროსადგურ „ახმეტელის თეატრისკენ“ განაგრძობენ.

თბილისის მერია ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტისთვის!

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს