კურორტი გოდერძი ბუნებრივ აირს ახლად აშენებული მაგისტრალური გაზსადენის საშუალებით მიიღებს

სამთო-სათხილამურო კურორტი გოდერძი,წელს პირველად, ბუნებრივ გაზს ახლად აშენებული მაგისტრალური გაზსადენის საშუალებით მიიღებს. ინფორმაციას ამის შესახებ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა ავრცელებს.

მათივე ცნობით, მაღალმთიანი აჭარის გაზიფიცირების პროგრამის ფარგლებში, "ადიგენი-გოდერძის“ მაგისტრალური გაზსადენის მშენებლობა აჭარის მთავრობამ და ნავთობისა და გაზის კორპორაციამ, ერთობლივად, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, აჭარის მაღალმთიანი რეგიონის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებისა და სამთო-სათხილამურო კურორტ გოდერძის განვითარებისთვის, ასევე სხვადასხვა საინვესტიციო პროექტების ხელშეწყობის მიზნით განახორციელა.

„ადიგენი-გოდერძის“ 36 კილომეტრიანი მაგისტრალური გაზსადენის მშენებლობა 8 თვეში დასრულდა. მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტი დაახლოებით 11,5 მლნ ლარით დაფინანსდა. ახლადაშენებულ გაზსადენს, ექსპლუატაციაში შესვლის შემდეგ, უკვე მოქმედ სამხრეთ მიმართულების გაზმომარაგების ქსელთან მიერთებით, „აღმოსავლეთ-დასავლეთის“ მიმართულების გაზმომარაგების წრედის შემკვრელის ფუნქცია მიეცემა და აღმოსავლეთ-დასავლეთის მიმართულების მაგისტრალურ გაზსადენზე შესაძლო შეფერხების შემთხვევაში, აჭარის რეგიონის ალტერნატიული გაზმომარაგების წყაროდ იქნება გამოყენებული. კურორტის გაზიფიცირების პროექტის სამუშაოებში საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია იყო ჩართული. გაზიფიცირების პროექტი ტენდერში გამარჯვებულმა კომპანია “ჯი-პი-სიმ“ და "აჭარ ინვესტი 2009" -მ განახორციელა“, - ნათქვამია აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

მათივე ცნობით, გაზსადენის სამშენებლო სამუშაოებზე 120 ადამიანი იყო დასაქმებული. ამ დროისთვის, პრალელურად, აჭარის გაზიფიცირების პროექტი, მაღალმთიანი აჭარის სრულად გაზიფიცირებისთვის ინტენსიურად მიმდინარეობს.

„აჭარის მთავრობის ინიციატივით, გაზიფიცირების მიმდინარე პროექტის ფარგლებში უკვე დასრულდა პირველი ეტაპი, რომლითაც სალიბაურიდან-ხიჭაურამდე 63 კმ მონაკვეთზე გაზსადენის მილების მონტაჟი განხორციელდა. ამ დროისთვის დასკვნით ეტაპზეა მეორე ეტაპის სამუშაოები, რაც შუახევიდან-გოდერძიმდე 56 კმ გაზსადენის მილების მოწყობას ითვალისწინებს. მეორე ეტაპზე 15 200 აბონენტის გაზიფიცირება მოხდება. ამ დროისთვის სამუშაოები 22 კმ-ზე უკვე დასრულებულია. სამუშაოებში 180 ადამიანია დასაქმებული,“- ნათქვამია აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის განცხადებაში.

11.08.2025 / 08:27

სანდრო თვალჭრელიძე - “ახლავე გეტყვით, რომ მერაბ სეფაშვილის დასახელების შემთხვევაში კალაძეს გამარჯვება გარანტირებული ექნება”

“თბილისი კალაძეს დაუთმეს და დანარჩენი საქართველო კობახიძეს” - რატომ ცვლის “ოცნება” მერების ნახევარს რეგიონებში

მირიან მირიანაშვილი - “ვაშინგტონში გადაწყდა, რომ ჩვენს რეგიონში პოლიტიკური ლანდშაფტი ტოტალურად უნდა შეიცვალოს“

“ნომრების ომი” და 13 წლის წინანდელი პრეცედენტი - “ენმ-ს საარჩევნო ნომრის დაბრუნება მომდევნო არჩევნებზე შეეძლება”

ვახტანგ ძაბირაძე - “თუ “ქართული ოცნება” გაათავისუფლებს პატიმრებს და პოლიტიკურ კურსსაც შეცვლის, შეიძლება დარეგულირდეს პროცესები”

კურორტი გოდერძი ბუნებრივ აირს ახლად აშენებული მაგისტრალური გაზსადენის საშუალებით მიიღებს

სამთო-სათხილამურო კურორტი გოდერძი,წელს პირველად, ბუნებრივ გაზს ახლად აშენებული მაგისტრალური გაზსადენის საშუალებით მიიღებს. ინფორმაციას ამის შესახებ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა ავრცელებს.

მათივე ცნობით, მაღალმთიანი აჭარის გაზიფიცირების პროგრამის ფარგლებში, "ადიგენი-გოდერძის“ მაგისტრალური გაზსადენის მშენებლობა აჭარის მთავრობამ და ნავთობისა და გაზის კორპორაციამ, ერთობლივად, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, აჭარის მაღალმთიანი რეგიონის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებისა და სამთო-სათხილამურო კურორტ გოდერძის განვითარებისთვის, ასევე სხვადასხვა საინვესტიციო პროექტების ხელშეწყობის მიზნით განახორციელა.

„ადიგენი-გოდერძის“ 36 კილომეტრიანი მაგისტრალური გაზსადენის მშენებლობა 8 თვეში დასრულდა. მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტი დაახლოებით 11,5 მლნ ლარით დაფინანსდა. ახლადაშენებულ გაზსადენს, ექსპლუატაციაში შესვლის შემდეგ, უკვე მოქმედ სამხრეთ მიმართულების გაზმომარაგების ქსელთან მიერთებით, „აღმოსავლეთ-დასავლეთის“ მიმართულების გაზმომარაგების წრედის შემკვრელის ფუნქცია მიეცემა და აღმოსავლეთ-დასავლეთის მიმართულების მაგისტრალურ გაზსადენზე შესაძლო შეფერხების შემთხვევაში, აჭარის რეგიონის ალტერნატიული გაზმომარაგების წყაროდ იქნება გამოყენებული. კურორტის გაზიფიცირების პროექტის სამუშაოებში საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია იყო ჩართული. გაზიფიცირების პროექტი ტენდერში გამარჯვებულმა კომპანია “ჯი-პი-სიმ“ და "აჭარ ინვესტი 2009" -მ განახორციელა“, - ნათქვამია აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

მათივე ცნობით, გაზსადენის სამშენებლო სამუშაოებზე 120 ადამიანი იყო დასაქმებული. ამ დროისთვის, პრალელურად, აჭარის გაზიფიცირების პროექტი, მაღალმთიანი აჭარის სრულად გაზიფიცირებისთვის ინტენსიურად მიმდინარეობს.

„აჭარის მთავრობის ინიციატივით, გაზიფიცირების მიმდინარე პროექტის ფარგლებში უკვე დასრულდა პირველი ეტაპი, რომლითაც სალიბაურიდან-ხიჭაურამდე 63 კმ მონაკვეთზე გაზსადენის მილების მონტაჟი განხორციელდა. ამ დროისთვის დასკვნით ეტაპზეა მეორე ეტაპის სამუშაოები, რაც შუახევიდან-გოდერძიმდე 56 კმ გაზსადენის მილების მოწყობას ითვალისწინებს. მეორე ეტაპზე 15 200 აბონენტის გაზიფიცირება მოხდება. ამ დროისთვის სამუშაოები 22 კმ-ზე უკვე დასრულებულია. სამუშაოებში 180 ადამიანია დასაქმებული,“- ნათქვამია აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის განცხადებაში.

ჰოვსეპ ხურშუდიანი - ვაშინგტონში მიღწეული შეთანხმებებით სომხეთი თავს დააღწევს ნაწილობრივ იზოლაციას და აღმოსავლეთიდან დასავლეთში ენერგომატარებლების ჰაბი ქვეყანა გახდება
ქართული პრესის მიმოხილვა 11.08.2025
გიორგი ბილანიშვილი - აშშ-ის შუამავლობით სამხრეთ კავკასიაში მოვლენები უაღრესად დინამიურად და საინტერესოდ ვითარდება
ემიგრაციაში მყოფი ბავშვებისთვის, ონლაინ-სკოლაში მიღება დაიწყო
PSP საქართველოში სააფთიაქო ბაზრის ლიდერია
შემოქმედებითი თრობა - 20 აგვისტოდან სტარტს „ვაინქასთი“ აიღებს
Samsung-ის უახლესი Galaxy Z Fold7 | Z Flip7 და Galaxy Watch8 სერია