„თავისუფალი საქართველო“ ვაჟა გაფრინდაშვილს გათავისუფლებას ულოცავს

პარტია „თავისუფალი საქართველო“ ვაჟა გაფრინდაშვილს უკანონო ტყვებიდან გათავისუფლებას ულოცავს.

“ეს დიდი სიხარულია, არა მხოლოდ ექიმის ახლობლებისთვის, არამედ მთელი საქართველოსთვის, რისთვის გვსურს, მადლობა გადავუხადოთ ყველას, ვინც ძალისხმევა არ დაიშურა გაფრინდაშვილის უკანონო ტყვებიდან გასათავისუფლებლად, მათ შორის: სახელმწიფოს შესაბამის უწყებებს, საერთაშორისო საზოგადოებას და სამოქალაქო აქტივისტებს.

განსაკუთრებით ვულოცავთ ვაჟა გაფრინდაშვილის ოჯახს, რომელმაც ექიმის უკანონო ტყვეობაში ყოფნის დროს მთელ საზოგადოებას სიმტკიცის, ღირსების და შეუპოვარობის მაგალითი აჩვენა“, - აღნიშნულია პარტიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა