გიორგი ვაშაძე - ვაჟა გაფრინდაშვილმა მართლაც გმირული საქციელი ჩაიდინა და ბოლომდე შეინახა ქვეყნის ნამუსი და ღირსება

ვაჟა გაფრინდაშვილმა მართლაც გმირული საქციელი ჩაიდინა და ბოლომდე შეინახა ქვეყნის ნამუსი და ღირსება - ასე გამოეხმაურა პარტია „ახალი საქართველოს“ თავმჯდომარე ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლებას.

გიორგი ვაშაძე ექიმის საქართველოში დაბრუნებას გაფრინდაშვილსა და მის ოჯახს ულოცავს.

„ვულოცავ პირადად ვაჟა გაფრინდაშვილს, მის ოჯახს. ვულოცავ ყველა ადამიანს, ვინც მხარს უჭერდა და გულშემატკივრობდა ამ ადამიანს და უნდა გვესმოდეს, რომ მან მართლაც გმირული საქციელი ჩაიდინა და ბოლომდე შეინახა ქვეყნის ნამუსი და ღირსება. აქვე, ძალიან მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, რას აკეთებს ხელისუფლება იმისთვის, რომ ხვალ და ზეგ იგივე რამ არ მოხდეს, რომ ისევ იმ საფრთხის წინაშე არ აღმოვჩნდეთ, გაიტაცონ ჩვენი მოქალაქე და ფიზიკური საფრთხის წინაშე აღმოჩნდეს ის. მე აქ მეშინია ყველაზე მეტად, რადგან ჩაივლის ხოლმე რამდენიმე დღე და მერე ისევ ტრიალდება ასეთი პრობლემები. ამას სჭირდება მნიშვნელოვანი პრევენციული ღონისძიებები, რომ არ იყოს სისტემური ადამიანების გატაცება ოკუპირებულ ტერიტორიებზე“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ, რომლის კომენტარსაც პარტია “ახალი საქართველოს“ პრესსამსახური ავრცელებს.

ცნობისთვის, ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი უკანონო პატიმრობიდან დღეს გათავისუფლდა. ის ახლა ოჯახთან ერთად თბილისში, საკუთარ საცხოვრებელ სახლში იმყოფება.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა