რუსთავის მერმა სხვადასხვა პროფესიის ღვაწლმოსილ რუსთაველებს, დამდეგი შობა-ახალი წელი მიულოცა

რუსთავის მერმა ირაკლი ტაბაღუამ, სხვადასხვა პროფესიის ღვაწლმოსილ რუსთაველებს, მოახლოებული შობა-ახალი წელი მიულოცა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ რუსთავის მერიიდან აცნობეს, ირაკლი ტაბაღუა, მერის მოადგილე გოჩა ლორიასთან, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ნინო ქავთარაძესთან და მაჟორიტარ დეპუტატებთან ერთად, ღვაწლმოსილ ქიმიკოსს, პედაგოგს, იურისტს, მხატვარს, კულტურის მუშაკს, ექიმს, მუსიკის პედაგოგსა და ფოტოგრაფს, სახლში ესტუმრა. რუსთავის მერმა თითოეულ მათგანს, ქალაქის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის კიდევ ერთხელ გადაუხადა მადლობა და სიმბოლური საჩუქრები გადასცა.

ქალაქის მერმა, ტრადიციულად, დამდეგი შობა-ახალი წელი, სოციალურად დაუცველ და მრავალშვილიან ოჯახებსაც მიულოცა. ირაკლი ტაბაღუამ, მათ საჩუქრად საახალწლო ნობათი გადასცა.

სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის, სადღესასწაულო ნობათი - სხვადასხვა დასახელების პროდუქტი და ტკბილეული, რუსთავის მერიამ და ადგილობრივმა მეწარმეებმა ერთობლივად შეიძინეს.

,,ჩვენ დამდეგი შობა-ახალი წელი მივულოცეთ სხვადასხვა პროფესიის ღვაწლმოსილ რუსთაველებს. ეს ადამიანები, წლების განმავლობაში უანგაროდ და თავდაუზოგავად ემსახურებიან თავის ქვეყანას, რუსთავსა და რუსთაველებს. ამასთან ერთად, წელს ადგილობრივ ბიზნესმენებთან ერთად, საახალწლო ნობათი გადავეცით სოციალურად დაუცველ ოჯახებს“, - განაცხადა ირაკლი ტაბაღუამ.

რუსთავის მერიისგან, სოციალური პროგრამის ფარგლებში, საახალწლო საჩუქრები გადაეცათ სოციალურად დაუცველ მრავალშვილიან ოჯახებს, განსაკუთრებული საჭიროების მქონე პირებს, დღის ცენტრებისა და მცირე საოჯახო ტიპის ბავშვთა სახლის აღსაზრდელებს, ვეტერანებს, ასევე, წმინდა აკაკი მორჩილის სახელობის ხანდაზმულთა სახლის მაცხოვრებლებს.

რუსთავის მერიისგან საახალწლო საჩუქარი სულ 636-მა ბენეფიციარმა მიიღო. საახალწლო ღონისძიებების ფარგლებში, 29-31 დეკემბერს, რუსთავის პარკში, ,,საახალწლო სოფლის’’ პატარა სტუმრებს, სანტა კლაუსი დაასაჩუქრებს. 2-4 იანვარს, კი რუსთავის თეატრში, საბავშვო სპექტაკლზე - ,,თბილი სახლი’’ 2000 რუსთაველი ბავშვი მიიღებს მოსაწვევს და საახალწლო საჩუქარს.

11.08.2025 / 08:27

სანდრო თვალჭრელიძე - “ახლავე გეტყვით, რომ მერაბ სეფაშვილის დასახელების შემთხვევაში კალაძეს გამარჯვება გარანტირებული ექნება”

“თბილისი კალაძეს დაუთმეს და დანარჩენი საქართველო კობახიძეს” - რატომ ცვლის “ოცნება” მერების ნახევარს რეგიონებში

მირიან მირიანაშვილი - “ვაშინგტონში გადაწყდა, რომ ჩვენს რეგიონში პოლიტიკური ლანდშაფტი ტოტალურად უნდა შეიცვალოს“

“ნომრების ომი” და 13 წლის წინანდელი პრეცედენტი - “ენმ-ს საარჩევნო ნომრის დაბრუნება მომდევნო არჩევნებზე შეეძლება”

ვახტანგ ძაბირაძე - “თუ “ქართული ოცნება” გაათავისუფლებს პატიმრებს და პოლიტიკურ კურსსაც შეცვლის, შეიძლება დარეგულირდეს პროცესები”

რუსთავის მერმა სხვადასხვა პროფესიის ღვაწლმოსილ რუსთაველებს, დამდეგი შობა-ახალი წელი მიულოცა

რუსთავის მერმა ირაკლი ტაბაღუამ, სხვადასხვა პროფესიის ღვაწლმოსილ რუსთაველებს, მოახლოებული შობა-ახალი წელი მიულოცა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ რუსთავის მერიიდან აცნობეს, ირაკლი ტაბაღუა, მერის მოადგილე გოჩა ლორიასთან, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ნინო ქავთარაძესთან და მაჟორიტარ დეპუტატებთან ერთად, ღვაწლმოსილ ქიმიკოსს, პედაგოგს, იურისტს, მხატვარს, კულტურის მუშაკს, ექიმს, მუსიკის პედაგოგსა და ფოტოგრაფს, სახლში ესტუმრა. რუსთავის მერმა თითოეულ მათგანს, ქალაქის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის კიდევ ერთხელ გადაუხადა მადლობა და სიმბოლური საჩუქრები გადასცა.

ქალაქის მერმა, ტრადიციულად, დამდეგი შობა-ახალი წელი, სოციალურად დაუცველ და მრავალშვილიან ოჯახებსაც მიულოცა. ირაკლი ტაბაღუამ, მათ საჩუქრად საახალწლო ნობათი გადასცა.

სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის, სადღესასწაულო ნობათი - სხვადასხვა დასახელების პროდუქტი და ტკბილეული, რუსთავის მერიამ და ადგილობრივმა მეწარმეებმა ერთობლივად შეიძინეს.

,,ჩვენ დამდეგი შობა-ახალი წელი მივულოცეთ სხვადასხვა პროფესიის ღვაწლმოსილ რუსთაველებს. ეს ადამიანები, წლების განმავლობაში უანგაროდ და თავდაუზოგავად ემსახურებიან თავის ქვეყანას, რუსთავსა და რუსთაველებს. ამასთან ერთად, წელს ადგილობრივ ბიზნესმენებთან ერთად, საახალწლო ნობათი გადავეცით სოციალურად დაუცველ ოჯახებს“, - განაცხადა ირაკლი ტაბაღუამ.

რუსთავის მერიისგან, სოციალური პროგრამის ფარგლებში, საახალწლო საჩუქრები გადაეცათ სოციალურად დაუცველ მრავალშვილიან ოჯახებს, განსაკუთრებული საჭიროების მქონე პირებს, დღის ცენტრებისა და მცირე საოჯახო ტიპის ბავშვთა სახლის აღსაზრდელებს, ვეტერანებს, ასევე, წმინდა აკაკი მორჩილის სახელობის ხანდაზმულთა სახლის მაცხოვრებლებს.

რუსთავის მერიისგან საახალწლო საჩუქარი სულ 636-მა ბენეფიციარმა მიიღო. საახალწლო ღონისძიებების ფარგლებში, 29-31 დეკემბერს, რუსთავის პარკში, ,,საახალწლო სოფლის’’ პატარა სტუმრებს, სანტა კლაუსი დაასაჩუქრებს. 2-4 იანვარს, კი რუსთავის თეატრში, საბავშვო სპექტაკლზე - ,,თბილი სახლი’’ 2000 რუსთაველი ბავშვი მიიღებს მოსაწვევს და საახალწლო საჩუქარს.

ჰოვსეპ ხურშუდიანი - ვაშინგტონში მიღწეული შეთანხმებებით სომხეთი თავს დააღწევს ნაწილობრივ იზოლაციას და აღმოსავლეთიდან დასავლეთში ენერგომატარებლების ჰაბი ქვეყანა გახდება
ქართული პრესის მიმოხილვა 11.08.2025
გიორგი ბილანიშვილი - აშშ-ის შუამავლობით სამხრეთ კავკასიაში მოვლენები უაღრესად დინამიურად და საინტერესოდ ვითარდება
ემიგრაციაში მყოფი ბავშვებისთვის, ონლაინ-სკოლაში მიღება დაიწყო
PSP საქართველოში სააფთიაქო ბაზრის ლიდერია
შემოქმედებითი თრობა - 20 აგვისტოდან სტარტს „ვაინქასთი“ აიღებს
Samsung-ის უახლესი Galaxy Z Fold7 | Z Flip7 და Galaxy Watch8 სერია