გიგი წერეთელი - ვაჟა გაფრინდაშვილმა ძალიან ღირსეულად, თავდადებით გაიარა ეს უკანონო და მძიმე პერიოდი, რაც მაგალითად დარჩება საქართველოს დამოუკიდებლობისთვის ბრძოლის ისტორიაში

ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი, გიგი წერეთელი ქართველი ექიმის გათავისუფლებას მიესალმება და ყველა გულშემატკივარს ულოცავს.

„ამ წინასაახალწლოდ ყველა გაგვახარა ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლებამ. მან ძალიან ღირსეულად, თავდადებით გაიარა ეს უკანონო და მძიმე პერიოდი, რაც მაგალითად დარჩება საქართველოს დამოუკიდებლობისთვის ბრძოლის ისტორიაში. პირველ რიგში, ვულოცავ მის მეუღლეს და შვილებს, ოჯახის წევრებს და ყველა გულშემატკივარს. მე ვხედავდი მათ მძიმე განცდას და მოლოდინს, ამავდროულად, ძალიან მტკიცე და სამართლიან პოზიციას. სწორედ ოჯახის , ჩვენი საზოგადოების და საერთაშორისო პარტნიორების მოქმედებამ შეძლო ვაჟას გამოხსნა უკანონო პატიმრობიდან.

მოხარული ვარ, რომ დღეს პირადად მივულოცე, ის დაუბრუნდა ოჯახს, გააგრძელებს პაციენტების მკურნალობას და თავისი სამშობლოს ერთგულებას.“ გიგი წერეთელი აღნიშნავს, რომ ეს მტკივნეული გამოცდილება უნდა დაგვეხმაროს ამგვარი ფაქტების თავიდან აცილებაში და ხელისუფლებამ უნდა მოახერხოს სწრაფი და ეფექტური მოქმედება. ოკუპირებულ ტერიტორიებზე მდგომარეობა მძიმეა და მოსახლეობისთვის რისკები ძალიან მაღალი”, - განაცხადა გიგი წერეთელმა.

ცნობისთვის, ე.წ. საზღვრის უკანონო გადაკვეთის ბრალდებით დაკავებული ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი საოკუპაციო რეჟიმმა პატიმრობიდან დღეს გაათავისუფლა.

ვაჟა გაფრინდაშვილი 9 ნოემბერს დააკავეს. ვაჟა გაფრინდაშვილი ბრალს არ აღიარებდა და აცხადებდა, რომ საქართველოს ტერიტორიაზე იმყოფება. 20 დეკემბერს, გაფრინდაშვილს ე.წ. სასამართლომ 1 წლით და 9 თვით პატიმრობა მიუსაჯა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა