რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რწმუნებულის ადმინისტრაციის ორგანიზებით საქველმოქმედო აქცია გაიმართა

ერთად გავულამაზოთ ახალი წლის დღეები მათ, ვისაც ეს ყველაზე მეტად სჭირდება,- ამ ლოზუნგით რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რწმუნებულის ადმინისტრაციის ინიციატივით საქველმოქმედო აქცია გაიმართა, რომელშიც ადმინისტრაციასთან ერთად, კერძო და საჯარო ორგანიზაციებიც ჩაერთნენ. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციიდან აცნობეს.

მათივე ცნობით, აქციის მიზანია რეგიონის მასშტაბით, განსაკუთრებით მაღალმთიან სოფლებში, მუდმივად მცხოვრები ოჯახებისა და ბავშვებისთვის ახალი წლის დღეების გალამაზება.

აქციის ფარგლებში, მხარის რწმუნებული არჩილ ჯაფარიძე, მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელებთან ერთად, ლენტეხის მუნიციპალიტეტის სოფლებში: ბულეში, მახაშში, ტვიბში და ფაყში მცხოვრებ ოჯახებს ესტუმრა, დამდეგი შობა- ახალი წელი მიულოცა და საახალწლო საჩუქრები გადასცა.

"მიხარია, რომ დღეს ლენტეხის მაღალმთიან სოფლებში ვულოცავ ჩვენს მოსახლეობას დამდეგ შობა-ახალ წელს, ეს ოჯახები ამაგრებენ და იცავენ მთას, ჩვენთვის თითოეული მათგანი ძალიან ძვირფასი და დასაფასებელია, მინდა ამ სოფლებიდან ჩვენს რეგიონსა და სრულიად საქართველოს მივულოცო დამდეგი დღესასწაულები და მშვიდობა და სიძლიერე ვუსურვო“,- განაცხადა არჩილ ჯაფარიძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა