ვაჟა გაფრინდაშვილი - შეწყალების წერილში მიწერია, რომ დამაკავეს ტერიტორიაზე რუსებმა - გთხოვთ გამათავისუფლოთ

შეწყალების წერილში მიწერია, რომ დამაკავეს ტერიტორიაზე რუსებმა, მომისაჯეს ამდენი და გთხოვთ გამათავისუფლოთ,-ამის შესახებ საოკუპაციო რეჟიმის უკანონო პატიმრობიდან გათავისუფლებულმა ვაჟა გაფრინდაშვილმა განაცხადა,რითაც უპასუხა კითხვას , თუ რა დაწერა შეწყალების წერილში, რომლითაც ე.წ პრეზიდენტს, ანატოლი ბიბილოვს მიმართა.

მისი თქმით, მას შესთავაზეს, რომ წერილი ისე დაეწერა, სადაც არ გამოჩნდებო, რომ ის ბრალს აღიარებს.

"როდესაც შეწყალებაზე იყო ლაპარაკი, ვინც შემომთავაზა, მე იმას ვუთხარი, რომ რადგან მე ბრალდებას არ ვაღიარებ.(როგორც ჩემთვის არის ცნობილი შეწყალება, რომ გაგიკეთონ, შენ ბრალი უნდა აღიარო) თვითონ მანვე შემომთავაზა, მოდი ისე დავწეროთ, სადაც არ ჩანს, რომ თქვენ აღიარებთ ამ საზღვრის დარღვევას. მე იმ წერილში მიწერია, რომ დამაკავეს ტერიტორიაზე რუსებმა, მომისაჯეს ამდენი და გთხოვთ გამათავისუფლოთ“,-აცხადებს გაფრინდაშვილი.

ვაჟა გაფრინდაშვილი მიიჩნევს, რომ მისი დაპატიმრება, წელიწადისა და 9 თვის განმავლობაში პატიმრობის მისჯა განპირობებული იყო "არა იმდენად მისი ქმედებით, რამდენადაც იმით რასაც ამბობდა".

ვაჟა გაფრინდაშვილმა პრესკონფერენციაზე დაკავებისა და პატიმრობაში ყოფნის დეტალებიც გაიხსენა და აღნიშნა, რომ ე.წ კარცერში ყოფნაც უწევდა.

„პირველი 4 დღე ვიყავით მესაზღვრეების კაპეზეზე, თუ რაც ქვია არ ვიცი. 3 საწოლიან ოთახში ვიყავით 4. ამიტომაც გვიწევდა, 2 ჩავდიოდით ქვევით, ე.წ კარცერი იყო, ალბათ, ფანჯრების გარეშე. სამი დღე იქ ვიყავით. მერე ვიყავი იზოლატორში 2 დღე და სასამართლოს მერე წინასწარი დაკავების განყოფილებაში. ერთადგილიანში ვიყავი, მარტო გამოვყავდი სასეირნოდ. დამოკიდებულება ჩემდამი და სხვა დაკავებული ქართველების მიმართ იყო ნორმალური, ჩვეულებრივი. სამწუხაროდ, მე გამოცდილება არ მაქვს სხვა დაკავების ადგილებში რა ხდება. არავითარი განსაკუთრებული ზეწოლა და ცუდი დამოკიდებულება მე იქ არ დამინახავს. თვითონ ადგილობრივებისგან, დაცვის თანამშრომელი იყო, თუ ვინც იყო აბსოლუტურად არავითარი აგრესია და ცუდი დამოკიდებულება არ იყო“, - განაცხადა ვაჟა გაფრინდაშვილმა.

იხილეთ ვიდეო

კახა ბასილია - აშშ-ში რომ რონალდ რეიგანის მსგავსი პრეზიდენტი იყოს, ომი სწრაფად დამთავრდებოდა, არ არის საჭირო რუსეთთან ვაჭრობა! არ შეიძლება!
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო