რუსთავში, ფალიაშვილის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე, ახლადრეაბილიტირებული „ჩიკაგოს“ სკვერი გაიხსნა

რუსთავში, ფალიაშვილის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე, ახლადრეაბილიტირებული „ჩიკაგოს“ სკვერი გაიხსნა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიიდან აცნობეს.

მათი ინფორმაციით, ახალი რეკრეაციული სივრცე, ქვემო ქართლის გუბერნატორმა შოთა რეხვიაშვილმა, რუსთავის მერმა ირაკლი ტაბაღუამ და რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარე ლევან ონიანმა გახსნეს.

,,ცენტრალური პარკის შემდეგ, ეს სკვერი არის ერთ-ერთი ყველაზე დიდი რეკრეაციული სივრცე ქალაქში, რომელის ტერიტორიაც დაახლოებით 18 ათას კვ მეტრამდეა. პროექტის მიხედვით, რომელიც მოსახლეობასთან ერთად შემუშავდა, მოეწყო სპორტული, გასართობი და დასასვენებელი სივრცეები, როგორც ბავშვებისთვის, ასევე მოხუცებისთვის. ამაზე არ გავჩერდებით და მომავალში მოხდება მისი უფრო მეტად სრულყოფა, ვინაიდან სკვერი თავისი დატვირთვით ითხოვს სხვა დამატებითი სივრცეების მოწყობას. მიმდებარე ტერიტორიაზე არის საჯარო სკოლა, ბაგა-ბაღი, მუსიკალური სკოლა, მოხუცთა სახლი და მისი კონცეფციაც მაქსიმალურად ამ გარემოებების გათვალისწინებით, მოსახლეობის ჩართულობით შემუშავდა“, - განაცხადა ჟურნალისტებთან საუბარში რუსთავის მერმა ირაკლი ტაბაღუამ.

რუსთავის მერიის ცნობით, ფალიაშვილის ქუჩაზე ეწ „ჩიკაგოს“ სკვერის განახლებას რუსთაველები წლების განმავლობაში ითხოვდნენ. სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების შემდეგ რეკრეაციულმა სივრცემ მრავალფუნქციური სკვერის სახე მიიღო.

„ღონისძიების ფარგლებში გაიმართა თეატრალიზებული წარმოდგენა და რუსთავის კამერული ორკესტრის კონცერტი. პარალელურად, სკვერში რუსთავის მერიის სამსახურების 2019 წლის საქმიანობისა და ქალაქში განხორციელებული ინფრასტრუქტურული პროექტების პრეზენტაციაც მოეწყო.

ფალიაშვილის ქუჩაზე „ჩიკაგოს“ სკვერის სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის 973 564 ლარი დაიხარჯა. ჯამში მიმდინარე წელს რუსთავში 93 პროექტის განსახორციელებლად 24 422 817 ლარი იყო გათვალისწინებული“, - აღნიშნულია რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს