შალვა კერესელიძემ მცხეთაში, წეროვანის დევნილთა დასახლებასა და თიანეთში მცხოვრებ მოსახლეობას დამდეგი შობა-ახალი წელი მიულოცა

მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებული, ადგილობრივი თვითმმართველობის ხელმძღვანელ პირებთან ერთად, მცხეთაში, წეროვანის დევნილთა დასახლებასა და თიანეთში მცხოვრებ მრავალშვილიან ოჯახებს ესტუმრა და დამდეგი შობა-ახალი წელი მიულოცა. ამის შესახებ ინფორმაციას მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებული ავრცელებს.

„მინდა, დამდეგი შობა-ახალი წელი მოგილოცოთ. ჯანმრთელობას, ბედნიერებას და წარმატებებს გისურვებთ თქვენ, თქვენს ოჯახებს და სრულიად საქართველოს. მოხარული ვარ, რომ 2019 წელი მცხეთა-მთიანეთისთვის ნაყოფიერი იყო. მჯერა, მომავალი წელი ჩვენი რეგიონის მცხოვრებლებისთვის უფრო მეტი სიკეთის მომტანი იქნება. ამისთვის სახელმწიფოს შესაბამის უწყებებთან ერთად აქტიურად ვმუშაობთ“- აღნიშნა მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა მოსახლეობასთან საუბარში.

ხელისუფლების წარმომადგენლებმა ოჯახის წევრებს წინასაახალწლოდ სიმბოლური საჩუქრები გადასცეს.

შალვა კერესელიძე, წეროვანის დევნილთა დასახლებაში, ადგილობრივი ანსამბლემის მონაწილეობით გამართულ საახალწლო ღონისძიებასაც დაესწრო.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა