დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე დეკანოზ გიორგი მამალაძის შეწყალებაზე - ჩვენზე რაც იყო დამოკიდებული, გაკეთებული გვაქვს

ჩვენზე რაც იყო დამოკიდებული, გაკეთებული გვაქვს, - ამის შესახებ საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ დეკანოზ გიორგი მამალაძის შეწყლების საკითხზე დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, „საპატრიარქოს შუამდგომლობების მხოლოდ 5 პროცენტია დაკმაყოფილებული“.

„მე როგორ გითხრათ პრეზიდენტის გადაწყვეტილების შესახებ. ზოგადად, საპატრიარქოს შუმდგომლობების მხოლოდ 5 პროცენტია დაკმაყოფილებული. ჩვენზე რაც იყო დამოკიდებული გაკეთებული გვაქვს. შუამდგომლობა გაიგზავნა სინოდიდან ერთ კვირაში. ჩვენზე რაც იყო დამოკიდებული გავაკეთეთ“, - აღნიშნა ჯაღმაიძემ.

კითხვაზე, მისი აზრით, რატომ არ იწყალებს პრეზიდენტი მამალაძეს, უპასუხა: „მე როგორ უნდა გითხრათ პრეზიდენტი რატომ არ იწყალებს?! ჰკითხეთ პრეზიდენტს“.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა