ბიძინა გეგიძემ წყნეთის მოხუცთა თავშესაფრის ბენეფიციარებს შობა-ახალი წელი მიულოცა

ვაკის მაჟორიტარი დეპუტატი, ბიძინა გეგიძე წყნეთის მოხუცთა თავშესაფრის ბენეფიციარებს ესტუმრა, შობა-ახალი წელი მიულოცა და სურსათი და ტკბილეული გადასცა. ამის შესახებ, „ინტერპრესნიუსს“ პარლამენტის პრესსამსახურიდან აცნობეს.

მათივე ცნობით, წყნეთის მოხუცთა თავშესაფრის ბენეფიციარებმა აღნიშნეს, რომ ბიძინა გეგიძე თავშესაფარს სისტემატიურად სტუმრობს, რაც მათთვის დიდი დაფასებაა.

„დღეს, ჩემი ბიუროს თანაშრომლებთან ერთად, წყნეთის მოხუცთა თავშესაფარს ვესტუმრე და აქ მყოფ არაჩვეულებრივ ადამიანებთან სხვადასხვა აქტუალურ თემაზე ვისაუბრეთ. ყველაზე საყვარელ ხალხს, ჩვენს მოხუცებს, განსაკუთრებული ყურადღება და თანადგომას ესაჭიროებათ. დამდეგი შობა-ახალი წელი მინდა მივულოცო წყნეთის მოხუცთა თავშესაფრის ბენეფიციარებსა და სრულიად საქართველოს. სასიკეთო ცვლილებები და იმედების გამართლება მინდა ვუსურვო ჩვენს ხალხს 2020 წელს,“ - განაცხადა ბიძინა გეგიძემ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა