უკრაინულ მხარესა და დონეცკის სეპარატისტებს შორის ტყვეთა გაცვლის პროცესი დასრულდა

უკრაინულ მხარესა და დონეცკის სეპარატისტებს შორის ტყვეთა გაცვლის პროცესი დასრულდა, რომელიც „მაიორსკოეს“ საკონტროლო გამშვებ პუნქტზე შედგა.

უკრაინული მედიის ინფორმაციით, კიევს 81 ადამიანი დაუბრუნდა, სეპარატისტულ რეგიონებს კი 139.

„დოიჩე ველეს“ ინფორმაციით, ოფიციალური ინფორმაცია პროცესის დასრულების შესახებ ჯერ არ გავრცელებულა.

უკრაინის პრეზიდენტის პრესსამსახურმა „ფეისბუქში“ ადგილიდან ფოტომასალა გაავრცელა, რომელზეც ჩანს, რომ ადგილზე მორიგეობდა სასწრაფო დახმარების რამდენიმე ბრიგადა და ავტობუსები.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა