ანონსი  30 დეკემბერი

30 დეკემბერს, 10:00 საათზე, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში მთავრობის სხდომა გაიმართება.

30 დეკემბერს, 11:00 საათზე, „მედიაცენტრ მთავარში“ ცოტნე გამსახურდიას დაჭრისთვის, განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით დაკავებული ტატო ღარიბაშვილის ადვოკატი პრესკონფერენციას გამართავს.

მის: გალის ქუჩა #1 (ვერა. პეტრიაშვილისა და ბარნოვის კვეთასთან, „ანტრე“ როგორც კი დამთავრდება, მარჯვნივ. აგურის შენობა, სართული 1, მარჯვენა კარი)

საკონტაქტო: ეკა გულუა 599726565

30 დეკემბერს, 11:00 საათზე „გირჩის" ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე ორთაჭალაში მდებარე შსს-ში, „შმაქსისთან“ დაკავშირებით განცხადებას შეიტანს, რის შემდეგაც სპეციალურ განცხადებას გააკეთებს.

30 დეკემბერს, 12:00 საათზე, საქალაქო სასამართლოში „ახალი საქართველოს“ გენერალური მდივნის პაატა მანჯგალაძის სასამართლო სხდომა გაიმართება.

საკონტაქტო: ირაკლი გაბისონია 555 602 634

მის: დავით აღმაშენებლის ხეივანი N64

30 დეკემბერს, 12:00 საათზე, შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი მამუკა ჭელიძე ბრიფინგს გამართავს.

თემა: პოლიციამ ფონიჭალაში 6 მსხვილი ნარკორეალიზატორი დააკავა.

მი: ორთაჭალა, გულუას ქ #10

30 დეკემბერს, 12:00 საათზე, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის დიმიტრი გვრიტიშვილის წინააღმდეგ ანა დოლიძის სარჩელზე სააპელაციო სასამართლო გადაწყვეტილებას გამოაცხადებას, რის შემდეგაც ანა დოლიძე

ბრიფინგს გამართავს.

მის: გრიგოლ რობაქიძის გამზირი 7ა

საკონტაქტო პირი: 599437403

30 დეკემბერს, 12:00 საათზე, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია (სემეკ) საჯარო სხდომაზე იმსჯელებს შპს „სოკარ ჯორჯია გაზისა“ და სს „საქორგგაზისთვის" 2020-2022 წლების ტარიფების დადგენაზე; კომპანიების 2020-2022 წლების საინვესტიციო გეგმებზე.

მის: ა.მიცკევიჩის N19

საკონტაქტო პირი: ქეთი ბერიკაშვილი 577310011

30 დეკემბერს, 13:00 საათზე, ვაკეში, „ქართუ ბანკის“ სათაო ოფისში, „მოძრაობა 20/30-იანელების“ წევრები „ფონდი ქართუს“ გამგეობის თავმჯდომარის სახელზე განცხადებას შეიტანენ.

მის: ჭავჭავაძის 39ა

30 დეკემბერს, 13:30 საათზე, სასტუმრო „შერატონ გრანდ თბილისი მეტეხი პალასში“, საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მარიამ ქვრივიშვილი 2019 წლის ანგარიშს წარადგენს. ღონისძიებას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა, სხვადასხვა უწყებების და კერძო სექტორის წარმომადგენლები დაესწრებიან.

მის: თელავის ქ. 20

30 დეკემბერს, 14:00 საათზე, მთავრობის ადმინისტაციასთან ოკუპირებული ახალგორიდან დევნილი ახალგაზრდები ჩაატარებენ მშვიდობიან მანიფესტაციას, ახალგორის გადასასვლელის ჩაკეტვასთან დაკავშირებით.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო