მეტროსადგურ „სადგურის მოედანზე“ ლიანდაგებში ჩავარდნილ მამაკაცს გადაუდებელი ოპერაცია უტარდება

მეტროსადგურ „სადგურის მოედანზე“ ლიანდაგებში ჩავარდნილ მამაკაცს გადაუდებელი ოპერაცია უტარდება.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ ალადაშვილის კლინიკაში განუცხადეს, მგზავრს ფეხის ღია მოტეხილობა აქვს.

„ფეხის ღია მოტეხილობით არის პაციენტი და გადაუდებელი ოპერაცია უტარდება. ორთოპედიულ-ტრავმატოლოგთა ბრიგადა მუშაობს ამისთვის“, - განაცხადეს ალადაშვილის კლინიკაში.

მეტროსადგურ „სადგურის მოედანზე“ მგზავრი ლიანდაგებში ჩავარდა. „როგორც ინტერპრესნიუსს“ თბილისის სატრანსპორტო სამსახურში განუცხადეს, მგზავრი ლიანდაგებში შემომავალი მატარებლის დროს ჩავარდა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა