გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, „ქართულ ოცნებას“ არ გამოუვა, რომ საკუთარი რეალობა და ალტერნატიული ოპოზიცია შექმნას

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, „ქართულ ოცნებას“ არ გამოუვა, რომ საკუთარი რეალობა და ალტერნატიული ოპოზიცია შექმნას.

ამის შესახებ მარგველაშვილმა ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ გადაცემა „პოლიტ-ქალაქის“ ეთერში განაცხადა.

კითხვაზე, გამოუვა თუ არა „ქართულ ოცნებას“, რომ ხელისუფლებაში დარჩეს მანამდე, სანამ მისი აზრით, ღირსეული ოპოზიცია არ მოვა, მარგველაშვილის თქმით, „ეს არავის გასვლია“

„არ გაუვა ეს. არავის გასვლია. მცდელობები, რომ შენი რეალობა შექმნა, სადაც თეთრიც შენია, შავიც და ნაცრისფერიც, ასეთი მცდელობები ჰქონდა პრაქტიკულად ყველა ხელისუფლებას. თუ ვინმეს ახსოვს, შევარდნაძის დროს იყო მცდელობა, რომ შეექმნათ ალტერნატიური ოპოზიცია, სააკაშვილსაც ჰქონდა ეს მცდელობა. პლიუს ამას, სააკაშვილი და შევარდნაძე ბევრად უფრო პოლიტიკურები იყვნენ და პოლიტიკური გუნდი ჰყავდათ, ვიდრე დღეს „ქართულ ოცნებას“ და მათ არ გამოუვიდათ“,- განაცხადა მარგველაშვილმა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა