ზუგდიდის მერიის ინფორმაციით, დღეიდან ბოტანიკური ბაღი ყველა დამთვალიერებლისთვის ღიაა

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერი გიორგი შენგელია ოჯახთან და მოადგილესთან, კონსტანტინე კაკავასთან ერთად განახლებულ ბოტანიკურ ბაღს სტუმრობდა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ ზუგდიდის მერიიდან აცნობეს, დღეიდან ბოტანიკური ბაღი ყველა დამთვალიერებლისთვის ღიაა. სტუმრებისთვის პირველ თებერვლამდე ბოტანიკურ ბაღში უფასო სერვისი იმოქმედებს. მერიის ცნობით, ბოტანიკურ ბაღში მისულ მოქალაქეებს შეუძლიათ ტბაში ნავით გასეირნება.

„ამას გარდა, ბოტანიკურ ბაღს თბილისის ზოოპარკმა ოთხი ფარშევანგიც აჩუქა, რომელთა დათვალიერება სტუმრებს შეუძლიათ.

განახლებული ბოტანიკური ბაღი დღეს ასე გამოიყურება - 300 ძირი ახალი ხე-მცენარე, ბილიკები, გარეგანათებები, წყლის და საკანალიზაციო სისტემა, ახალი სკამები, ნაგვის ურნები. აქვე აშენდა სამი საპირფარეშო. რეკონსტრუქცია ჩაუტარდა ადმინისტრაციის შენობას და ორანჟერეას. ბაღის სარეკონსტრუქციო სამუშაოები საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდმა განახორციელა.

პროექტი მსოფლიო ბანკის და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის თანადაფინანსებით განხორციელდა. მისი საერთო ღირებულება 12 მილიონი ლარია“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ლევან ლორთქიფანიძე - საუბედუროდ, უნდა ვაღიაროთ, რომ საქართველომ სუვერენიტეტი დაკარგა, როგორც დღეს იტყვიან ხოლმე, საქართველო არის რუსეთის „პროქსი“ ძალა
ქართული პრესის მიმოხილვა 10.07.2025
„არდი დაზღვევა“ კიდევ უფრო მაღალი ხარისხის სტანდარტზე გადადის და ინდუსტრიაში ადამიანზე მორგებულ ახალ გამოცდილებას ქმნის
Samsung-ის ახალი დასაკეცი სმარტფონები AI ერაში - Galaxy Z Fold7 და Z Flip7
ბათუმის ცენტრალურ ქუჩაზე „მინისოს“ 24-ე ფილიალი იხსნება
La Gazzetta dello Sport-სა და ევრაზიის პარტნიორ კომპანია SMH Global-ს შორის შეხვედრა გაიმართა
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ
Bybit-მა საქართველოში ოფიციალური ვებგვერდი - BybitGeorgia.ge გახსნა, რომელიც ქართველ მომხმარებლებს ლოკალიზებულ კრიპტო სერვისებსა და ჯილდოებს სთავაზობს